ავტორი:

მადონას ქალიშვილი ლოურდესი "მარკ ჯეიკობსის" სახე გახდა (+ ფოტოები)

მადონას ქალიშვილი ლოურდესი "მარკ ჯეიკობსის" სახე გახდა (+ ფოტოები)

პოპ-დივას, მადონას ქალიშვილი, ლოურდეს "ლოლა" ლეონი, "მარკ ჯეიკობსის" 2021 წლის გაზაფხულის კამპანიის სახე გახდა. გადაწყვეტილების შესახებ ამერიკულმა ბრენდმა ოფიციალურად 17 აგვისტოს განაცხადა და კოლექციიდან რამდენიმე სურათიც გაავრცელა, რომელშიც ლეონი პოზირებს.

“ლოურდეს "ლოლა" ლეონი, პოპ - ვარსკვლავის მადონას ქალიშვილი, არის მარკ ჯაკობსის 2021 წლის გაზაფხულის კამპანიის ახალი სახე", - ასე წარადგინა ბრენდმა მისი ახალი მოდელი.

ლეონი საზოგადოებაში საკმაოდ სკანდალური იმიჯით სარგებლობს, თუმცა 24 წლის მომღერალი და მოდელი სოციალურ ქსელებში აქტიურობით აქამდე არ გამოირჩეოდა. Instagram - ის საჯარო ანგარიში მან ა.წ. იანვარში შექმნა.

მადონა მარკ ჯაკობსის დიდი ხნის მუზა და მეგობარი იყო. 2008 წელს Vogue - სთან ინტერვიუში ჯეიკობსმა, იმჟამად "ლუი ვიტონის" შემოქმედებითმა დირექტორმა, პოპის დედოფალს "სრულყოფილი შემსრულებელი" უწოდა.

მარკ ჯაკობსის კოლექციამდე “ლოლა“ 2019 წელს Miu Miu-ს საკოლექციო ვიდეოში გამოჩნდა, სადაც მისი დებიუტიც შედგა.

მოამზადა თეონა რამაზაშვილმა