კოვიდ19–ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს ახალი დილემაა, რომლის წარმატებით გავლაც პანდემიის დასასრულს მიგვაახლოვებს. დღეს რამდენიმე ტიპის ვაქცინაა ხელმისაწვდომი, თუმცა მათი ხელმისაწვდომობა და მეორე მხრივ, მათ მიმართ ნდობა განსხვავდება. სწორედ ამიტომ ხშირად ფართო საზოგადოების სხვადასხვა სახით მოტივირებაა საჭირო, რომ ისინი აიცრან და მსოფლიო უფრო უსაფრთხო გახადონ.
ვაქცინაციის პროცესში ჩასართავად თანამშრომლების მოტივაცია აქტუალურია საქართველოშიც. მნიშვნელოვანია, რომ მსხვილმა დამსაქმებლებმა ზემოთ დასახელებული თუ სხვა სახის წამახალისებელი აქტივობები დაგეგმონ და განახორციელონ. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში ბევრმა კომპანიამ თავიდანვე იგრძნო საკუთარი პასუხისმგებლობა და მართლაც ეფექტურად მოახერხა თანამშრომლების წახალისება. განსაკუთრებული პასუხიმგებლობა ისეთ კომპანიებს ეკსირებათ, რომლებიც პირდაპირ გაყიდვებს აწარმოებენ და მათ თანამშრომლების ფართო საზოგადოებასთან ინტენსიური პირდაპირი კომუნიკაცია უწევთ. ასეთებია: აფთიაქები, მარკეტები, ბანკები და სხვა. ზოგადად, აფთიაქების მენეჯმენტს ვაქცინაციის პროცესის წახალისების გარკვეული გამოცდილება უკვე გააჩნდათ, რადგან რამდენიმე წლის წინ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის მიმართაც საზოგადოების დამოკიდებულება არაერთგვაროვანი იყო. როგორც გაირკვა, აღნიშნული გამოცდილება ეფექტურად გამოიყენა „ფარმადეპომ“, რომელიც ქვეყნის მასშტაბით მსხვილ სააფთიაქო ქსელს წარმოადგენს და შესაბამისად, განსაკუთრებული ორმხრივი პასუხისმგებლობა აკისრია როგორც მსხვილ დამსაქმებელს და როგორც ფარმაცევტულ კომპანიას. ჩვენც დავინტერესდით, როგორ განახორციელა „ფარმადეპომ“ თანამშრომლების ვაქცინაციის წახალისების პროცესი.
„ზრუნვით იცვლება სამყარო!“ – ეს არის ჩვენი სლოგანი, რომელიც სრულად გვაქვს გააზრებული და დღეს, პანდემიის პირობებში განსაკუთრებულად ვგრძნობთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, პირველ რიგში, ჩვენი თანამშრომლების და რა თქმა უნდა, მომხმარებლების მიმართ. როგორც ფარმაცევტული კომპანია, ჩვენთვის უცხო არ არის ვაქცინაციასთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი დამოკიდებულება საზოგადოების მხრიდან, ეს პრობლემა რამდენიმე წლის წინ გრიპის ვაქცინებზეც არსებობდა, როდესაც საზოგადოება ორ ნაწილად იყო გაყოფილი. ამ პროცესების გათვალისწინებით, როგორც კი კოვიდ ვაქცინის შემოტანის საკითხი დადგა ქვეყანაში, ჩვენ მყისიერად დავიწყეთ ფიქრი იმ ღონისძებების შესახებ, რომლებიც ჩვენი თანამშრომლების ვაქცინაციის პროცესში ჩართულობას გამოიწვევდა. საკითების გარშემო მრავალი კითხვა არსებობდა და არაერთი მითი ვრცელდებოდა. ჩვენ არამარტო ვაქცინაციის, არამედ კოვიდ19–ის გარშემოც აქტიურად გავცემდით რეკომენდაციებს,“ - აცხადებენ „ფარმადეპოში“.
კომპანიის მიერ განხორციელებული აქტივობები კი ასეთია: ჩატარდა შიდა გამოკითხვა, რომლის საფუძველზეც გამოვლინდა ხშირად დასმული შეკითხვები ვაქცინაციასთან მიმართებაში. შემდეგ კი სამედიცინო წარმომადგენლების ჩართულობით ჩაინიშნა ონლაინ შეხვედრები, სადაც დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე. ამ ტიპის შეხვედრები ძალიან ეფექტური აღმოჩნდა და დღემდე გრძელდება. კომპანია თანამშრომლებს ვაქცინაციაზე დარეგისტრირებაში ეხმარება.
გარდა საინფორმაციო აქტივობებისა კომპანიამ დასაქმებულებს მეტი მოტივაციისთვის წამახალისებელი აქტივობებიც შესთავაზა.
„დასვენებად გამოვაცხადეთ ვაქცინაციის ან შემდგომი დღე, ჩავწერეთ ვიდეო მიმართვები აცრილი თანამშრომლების მხრიდან, რომლებიც კოლეგებს თავის გამოცდილებას უზიარებენ; ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გამოვხატოთ მადლიერება და ხაზი გავუსვათ მათი მხრიდან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოხატვას და ვაქცინაციის პროცესში ჩართულობას. ამ კომპლექსურმა მიდგომებმა მოგვცა დადებითი უკუკავშირი და ვაქცინაცინაციაში ჩართულობა არის საკმაოდ მაღალი. წაიკითხეთ სრულად