ავტორი:

რა თანხა დაიხარჯა საველე ჰოსპიტლების მოსაწყობად ამ ეტაპზე?

რა თანხა დაიხარჯა საველე ჰოსპიტლების მოსაწყობად ამ ეტაპზე?

საველე ჰოსპიტლის მოწყობისთვის 150 000 ლარი დაიხარჯა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, საველე ჰოსპიტალში არსებული საწოლები და ინვენტარი სამედიცინო ჰოლდინგის ბალანსზეა და საველე ჰოსპიტლების საჭიროების გაქრობის შემდეგ, ჰოლდინგის მფლობელობაში დაბრუნდება.

"ეს საწოლები და ინვენტარი, ყველაფერი არის სამედიცინო ჰოლდინგის ბალანსზე, რომელიც, მას შემდეგ რაც საველე ჰოსპიტალი აღარ იქნება საჭირო, ჰოლდინგის მფლობელობაში დაბრუნდება. თვითონ საველე ჰოსპიტლის მოწყობაზე არის არაერთი მითქმა-მოთქმა, თითქოს ის დაჯდა რამდენიმე მილიონი, თუმცა მისი მოწყობისთვის დახარჯული არის მხოლოდ 150 000 ლარი“, - განაცხადა ტიკარაძემ.