ავტორი:

"მთელი ოჯახი ინფიცირებული იყო... კოვიდს ემსხვერპლა თეონას მამაც, რომელიც სამი დღის წინ დაკრძალეს" - რას ჰყვებიან გარდაცვლილი ორსულის შესახებ?

"მთელი ოჯახი ინფიცირებული იყო... კოვიდს ემსხვერპლა თეონას მამაც, რომელიც სამი დღის წინ დაკრძალეს" - რას ჰყვებიან გარდაცვლილი ორსულის შესახებ?

ბოკერიას სახელობის კლინიკაში კოვიდ-19 -ით გარდაცვლილი 7 თვის ორსული ქალი 30 წლის თეონა აბაშიძეა. როგორც Ambebi.ge- მ გაარკვია, ახალგაზრდა ქალი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარის მკვიდრი იყო.

სოფლის რწმუნებულის, მანანა ხვედელიძის ინფორმაციით, 3 დღის წინ დაკრძალეს გარდაცვლილი ორსულის მამა ჯემალ აბაშიძე, რომელიც ასევე კოვიდმა იმსხვერპლა.

"მთელ ოჯახს შეხვდა ვირუსი. პირველდ თეონას ქმარი დაინფიცირდა. შემდეგ მამამ, დედა, თავად თეონა და თეონას შვილიც. ჯემალი, თეონას მამა, ჩემი სპეციალისტი იყო. სამი დღის წინ დაკრძალეს. თეონასაც კარგად ვიცნობდი, სრულიად ჯანმრთელი გოგო იყო. თავადაც ინფიცირებული ვარ კორონავირუსით და პირადად ვერ მივედი ოჯახში, ჩვენი სპეცილისტები იყვნენ მისული" - განუცხადა Ambebi.ge-ს ლაგოდეხის მერის წარმომადგენელმა სოფელ ჰერეთისკარში.

კოვიდით გარდაცვლილი მამა-შვილი ბოკერიას სახელობის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდნენ. კლინიკის სამედიცინო დირექტორი ალექსი ვაჩაძის განცხადებით, 30 წლის ქალი 20 კვირის ორსული იყო და ის კლინიკაში 27 ივლისს ზოგადი სისუსტითა და ტემპერატურით მოათავსეს.

თეონა აბაშიძე

ვაჩაძის ინფორმაციით, თავდაპირველად პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური იყო და რეანიმაციულ განყოფილებაში მხოლოდ 13 აგვისტოს გადაიყვანეს.

"შემოსვლისას ის იყო 18 კვირის ფეხმძიმე. ჰქონდა ზოგადი სისუსტე, ტემპერატურა, იყო აუცრელი. ჰქონდა კუნთების და ყელის მცირე ტკივილი. თავიდან სრულიად სტაბილური იყო. მოთავსდა მეან-გინეკოლოგიურ განყოფილებაში, სადაც დაეწყო მკურნალობა. რამდენიმე დღეში პაციენტმა იგრძნო მდგომარეობის გაუარესება. დასჭირდა ჟანგბადი, ჩვეულებრივი ნიღბით მიწოდებული დაბალი ჟანგბადი იყო საკმარისი, ამიტომ თავდაპირველადვე, მიუხედავად იმისა, რომ რეანიმატოლოგები იყვნენ საქმის კურსში, მსუბუქი მიმდინარეობის გამო რეანიმაციისკენ არ გაგვიხედავს.

ჯემალ აბაშიძე

გაუარესება დაიწყო 12 აგვისტოდან, როდესაც დასჭირდა CPAP დახმარება - ვენტილაციაზე მიერთება ნიღბით. 13-ში გადავიყვანეთ რეანიმაციაში, 16 აგვისტოს მოგვიწია კომაში და სრულ მექანიკურ ვენტილაციაზე გადაყვანა. გუშინ ჩაუტარდა თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია. დიალიზმა რაღაც რიგი ფიზიოლოგიური პროცესების გაუმჯობესების საშუალება მოგვცა, მაგრამ გოგონას რესურსები გამოლეული ჰქონდა და დღეს დაფიქსირდა გარდაცვალება. იყო 30 წლის, ჯანმრთელი ახალგაზრდა" - განაცხადა ვაჩაძემ.