ალერგოლოგ-იმუნიოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი საპატრიარქოს მიმართავს, აღკვეთოს სასულიერო პირების მიერ ექიმების წინააღმდეგ მიმართული კამპანია.
აღნიშნულთან დაკავშირებით კულუმბეგოვი პოსტს სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"მესტია, UNICEF! p.s. სასულიერო პირების ერთმა ჯგუფმა დღეს ჩემი და ჩემი კოლეგების საქმიანობა შეადარა ნაცისტი ექიმის იოზეფ მენგელის ჩადენილ ქმედებებს. როგორც ბევრჯერ მოგვისმენია თქვენ არ ერევით ექიმების საქმეში...
ამიტომ საპატრიარქოს ვთხოვ აღკვეთოს ჩვენს წინააღმდეგ მიმართული კამპანია, რომელიც უხეში ჩარევაა ჩვენს საექიმო და საგანმანათლებლო საქმიანობაში და ამ პროცესში ხელისშეშლა პირდაპირ ითარგმნება ადამიანების სიკვდილში ! საქართველოს საპატრიარქო ❲ოფიციალური გვერდი❳" - წერს კულუმბეგოვი.