ავტორი:

"თავს არ ვცნობ დამნაშავედ, ბრალში რაც არის მოყვანილი, არ იყო ისე" - რა თქვა ზვიადაურმა პროცესზე?

"თავს არ ვცნობ დამნაშავედ, ბრალში რაც არის მოყვანილი, არ იყო ისე" - რა თქვა ზვიადაურმა პროცესზე?

თავს არ ვთვლი დამნაშავედ. თავს არ ვცნობ დამნაშავედ, ეგ ერთი და მანდ რაც არის მოყვანილი, არ იყო ისე, დანარჩენს ადვოკატები გასცემენ პასუხს, - ამის შესახებ მკვლელობაში ბრალდებულმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მკვლელობაში ბრალდებული ზურაბ ზვიადაურისთვის და ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის ბრალდებულ ჯაბა ჯანგირაშვილსთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თელავის რაიონული სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს.

ცნობისთვის, ზურაბ ზვიადაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, წინანდალში 16 აგვისტოს 3 ადამიანი მოკლეს, მათ შორის ერთი ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური.

შსს-მ ორი პირი დააკავა. ზურაბ ზვიადაური ერთი ადამიანის განზრახ მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, 1977 წელს დაბადებული ჯ.ჯ. დააკავეს.

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზურაბ ზვიადაურმა იმ მამაკაცს ესროლა, რომელმაც გასროლა მისი ძმის და რამდენიმე პირის მიმართულებით განახორციელა.