ავტორი:

"რეანიმაციაში მკურნალობდა 3500 პირი, მათგან ერთხელ ვაქცინირებული იყო 1%, ორჯერ ვაქცინირებული - 0.3%" - როგორია აცრილი ინფიცირებულებისა და მძიმე პაციენტების 6-თვიანი სტატისტიკა

"რეანიმაციაში მკურნალობდა 3500 პირი, მათგან ერთხელ ვაქცინირებული იყო 1%, ორჯერ ვაქცინირებული - 0.3%" - როგორია აცრილი ინფიცირებულებისა და მძიმე პაციენტების 6-თვიანი სტატისტიკა

ჩვენ გავაკეთეთ ანალიზი მარტიდან აგვისტოს 17 რიცხვამდე ინფიცირებულების და მათ შორის აცრილი პირების რაოდენობის მიხედვით, ინფიცირებულთა 98%-ზე მეტი არ იყო ვაქცინირებული, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მარტი-აგვისტოს თვეებში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ინფიცირებულთა 98%-ზე მეტი ვაქცინირებული არ იყო. ამასთან, რეანიმაციაში მოხვედრილ პირთა შორის ერთხელ ვაქცინირებული იყო 1% და ორჯერ ვაქცინირებული - 0.3%.

,,ჩვენ გავაკეთეთ ანალიზი მარტიდან აგვისტოს 17 რიცხვამდე ინფიცირებულების და მათ შორის აცრილი პირების რაოდენობის მიხედვით. ინფიცირებულთა 98%-ზე მეტი არ იყო ვაქცინირებული. ჩვენ გვაქვს სურათი, რომ საავადმყოფოში მოხვედრილთა უდიდესი ნაწილი ვაქცინირებული არ ყოფილა. რეანიმაციაში მანამდე მკურნალობა გაიარა 3500-მა პირმა, მათ შორის ერთხელ ვაქცინირებული იყო 1% და ორჯერ ვაქცინირებული იყო 0.3%. ერთეულ შემთხვევებში მოხდა ორჯერ ვაქცინირებულების რეანიმირება 3500 პირიდან, რაც ნიშნავს, რომ ვაქცინა რეალურად მუშაობს და იცავს ჰოსპიტალიზაციის, ან მძიმე შემთხვევების განვითარებისგან, რაც არის კიდევ ერთი მთავარი მიზეზი იმისათვის, რომ ვაქცინა გავიკეთოთ“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, კოვიდსტატისტიკა საგანგაშოა და პრევენციული ღონისძიების დაცვის აუცილებლობაზე მიუთითებს.

„58 გარდაცვალების შემთხვევაა, რაც საგანგაშოა და კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რამდენად მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების დაცვა. რაც შეეხება ვაქცინაციას, ეს პროცესი აქტიურად გრძელდება. გუშინ 26 ათასზე მეტი აცრა ჩატარდა და ბოლო 10 დღის საშუალო მაჩვენებელი მერყეობს 22-23 ათას შორის. რაც შეეხება ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვას, დატვირთვა არის მაქსიმალური. მობილიზებულია 7 ათას 700 საწოლამდე. ბოლო კვირის განმავლობაში კიდევ დაემატა საწოლების რაოდენობა. ამგვარად, ჩვენ ვუახლოვდებით შესაძლებლობის მაქსიმუმს, რაც აქვს ჰოსპიტალურ სექტორს 8 ათასი საწოლის სახით. კლინიკაში იმყოფება 7 ათას 300-ზე მეტი პაციენტი. აქედან 350 პაციენტამდე მკურნალობს რეანიმაციის განყოფილებაში“, - განაცხადა გაბუნიამ.

თამარ გაბუნიას განცხადებით, დაწესებული რეგულაციების გამო, მიმდინარე და მომდევნო კვირაში ეპიდვითარება შედარებით დასტაბილურდება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისსა და აჭარაში ინფიცირების მკვეთრი ზრდა აღარ შეინიშნება.

„შეზღუდვების დაწესების შემდეგ, სულ მცირე 2 კვირა სჭირდება იმას, რომ ჩვენ შეზღუდვების ეფექტი დავინახოთ. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიმდინარე და მომდევნო კვირაც იქნება ის პერიოდი, რაც ჩვენ სტაბილიზაციის შესაძლებლობას მოგვცემს. დღევანდელ სიტუაციაში ინფიცირების მატება უფრო მეტად აღინიშნება იმ რეგიონებში, სადაც ინფექციის გავრცელება შედარებით გვიან დაიწყო, მაგალითად, იმერეთი, კახეთი, შიდა ქართლი და ქვემო ქართლი. აჭარასა და თბილისში ინფიცირების ნახტომისებური მატება საბედნიეროდ აღარ გვაქვს. ვფიქრობთ, ეს უკავშირდება სწორედ იმ რეგულაციებს, რაც ბოლო პერიოდში დაწესდა“, - განაცხადა გაბუნიამ.