ავტორი:

"ეპიდვითარება იმდენად მძიმეა, ახლა სასწავლო პროცესი რომ მიმდინარეობდეს, მოგვიწევდა დისტანციურ რეჟიმზე გადაგვეტანა" - თამარ გაბუნია

"ეპიდვითარება იმდენად მძიმეა, ახლა სასწავლო პროცესი რომ მიმდინარეობდეს, მოგვიწევდა დისტანციურ რეჟიმზე გადაგვეტანა" - თამარ გაბუნია

ჯერჯერობით, დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა იმდენად მძიმეა, ახლა სასწავლო პროცესი რომ მიმდინარეობდეს, მოგვიწევდა იმაზე საუბარი, დისტანციურ რეჟიმზე გადაგვეტანა,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში წარიმართება თუ არა სკოლებში, ეს ეპიდემიოლოგიურ სურათზე იქნება დამოკიდებული.

„რაც შეეხება სასკოლო პროცესს, სასკოლო პროცესის დაწყებაზე ჯერჯერობით საუბარი ადრეა, რადგან ყველაფერი ეპიდემიოლოგიურ სურათზეა დამოკიდებული. ჯერჯერობით, დღევანდელი ეპიდემოლოგიური მდგომარეობა იმდენად მძიმეა, ახლა სასწავლო პროცესი რომ მიმდინარეობდეს, ჩვენ მოგვიწევდა იმაზე საუბარი, რომ სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმზე გადაგვეტანა, მაგრამ ვნახოთ, სამომავლოდ როგორ განვითარდება ეპიდემიოლოგიური სურათი. იმ დროისთვის, როდესაც უკვე სწავლის დაწყების თარიღი მოახლოვდება, ჩვენ თავიდან ვიმსჯელებთ ამ საკითხზე და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ“, - განაცხადა გაბუნიამ.