ავტორი:

რას "ყვება" პომპეიში ნაპოვნი 60 წლამდე მამაკაცის ჩონჩხი - არქეოლოგების მორიგი უნიკალური აღმოჩენა

რას "ყვება" პომპეიში ნაპოვნი 60 წლამდე მამაკაცის ჩონჩხი - არქეოლოგების მორიგი უნიკალური აღმოჩენა

პომპეის არქეოლოგიური პარკის Twitter– ის ოფიციალურ ანგარიშზე, 18 აგვისტოს, უპრეცედენტო აღმოჩენის შესახებ გამოქვეყნდა ცნობა.

არქეოლოგებმა ქალაქ პომპეიში აღმოაჩინეს ნაწილობრივ მუმიფიცირებული ჩონჩხი, რომელიც ერთ-ერთ "საუკეთესოდ შემონახულ ჩონჩხად“ არის მოხსენიებული. მას თმა აქვს, რაც მეცნიერებს უამრავი კვლევის ჩატარების შესაძლებლობას აძლევს.

"პორტა სარნოს ნეკროპოლისში, პომპეის უძველესი ქალაქის ცენტრიდან აღმოსავლეთით, ძველ სამარხში მუმიფიცირებული ნაშთები აღმოაჩინეს - მამაკაცის თმა და ძვლები” - წერს სააგენტო "ტვიტერზე“.

არქეოლოგების თქმით, აღმოჩენილი ჩონჩხი სავარაუდოდ, 60 წლამდე მამაკაცს ეკუთვნის, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 79 წელს ცხოვრობდა. საფლავში სამახსოვრო წარწერაც არის გაკეთებული: “მარკუს ვენერიუს სეკუნდიოს“, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის პომპეიზე თურმე ბერძნულ თეატრალურ წარმოდგენებს ატარებდა.

ეს არის პირველი შემთხვევა, რომელიც ადასტურებს, რომ ბერძნული ენა, ლათინურთან ერთად, სხვადასხვა ქალაქურ წარმოდგენებში გამოიყენებოდა.

”ის ფაქტი, რომ სპექტაკლები ბერძნულ ენაზე იყო ორგანიზებული, მოწმობს ძლიერ და ღია კულტურულ გარემოზე, რომელიც ძველ პომპეის ახასიათებდა”, - განაცხადა პომპეის არქეოლოგიური პარკის დირექტორმა გაბრიელ ზუხტრიგელმა.

იმ დროს პომპეიში, მოზრდილების კრემაციას ახდენდნენ, ამიტომ აღმოჩენილი ნეშტის ამ სახით დაკრძალვა ძალიან უჩვეულოდ მიიჩნევა. აღმოჩენა ვიზიტორებისთვის ამჟამად მიუწვდომელია, თუმცა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ უახლოეს მომავალში დამთვალიერებლებს მისი მონახულების საშუალება ექნებათ. წყარო

მოამზადა თეონა რამაზაშვილმა