ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, 12 წელს ზემოთ ბავშვების აცრასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას ელოდებიან.
მისივე თქმით, იმ ქვეყნებში, სადაც ამ ასაკობრივი ჯგუფის ვაქცინაციის პროცესი უკვე დაიწყო, აცრა „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ ვაქცინით ტარდება, ჩინეთში ასევე ავტორიზაცია „სინოფარმის“ ვაქცინამ მიიღო.
„12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებისთვის ვაქცინაცია იმ ქვეყნებში, სადაც ეს დაიწყო, „ფაიზერის“ და „მოდერნას“ ვაქცინით ტარდება, ჩინეთში ასევე ავტორიზაცია მიიღო „სინოფარმის“ ვაქცინამ. იმის თაობაზე, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია უნდა დავიწყოთ, ჩვენ ჯერჯერობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას დაველოდებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეპიდემიის შესაჩერებლად მნიშვნელოვანია, რომ ყველა ასაკობრივი ჯგუფი თანაბრად იყოს დაცული. ვაქცინაცია სავალდებულო არც ერთ შემთხვევაში არ იქნება, ის არის ნებაყოფლობითი პაციენტის უფლებებიდან და საკანონმდებლო ჩარჩოდან გამომდინარე, ეს არის თითოეული პირის ინდივიდუალური გადაწყვეტილება“, - განაცხადა გაბუნიამ.