ავტორი:

KTW ჯგუფი ვაქცინაციის წამახალისებელ კამპანიას უერთდება

KTW ჯგუფი ვაქცინაციის წამახალისებელ კამპანიას უერთდება

პანდემიის დამარცხება მხოლოდ ერთიანობით შეგვიძლია, ერთიანობით ვაქცინაციის პროცესში. აუცილებელია, ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმეში თითოეულმა პირმა, კომპანიამ საკუთარი პასუხისმგებლობა იგრძნოს.

პასუხისმგებლობა ვაქცინის გაკეთებას, სოციალური დისტანციის დაცვასა დაპირბადის ტარებას გულისხმობს. გამწვავებული ეპიდსიტუაციის ფონი დასტატისტიკა ამაში კიდევ უფრო გვარწმუნებს.

„კახური ტრადიციული მეღვინეობა“ სრულად იზიარებს თავის წილპასუხისმგებლობას. კომპანიის მენეჯმენტი სრულად აცრილია, რაც სხვებისთვის მისაბაძი მაგალითია. თანამშრომელთა უმეტესი ნაწილიც უკვე ვაქცინირებული ან დარეგისტრირებულია, რის დაორგანიზებასაც „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ საკუთარ თავზე იღებს.

KTW ჯგუფი აქტიურად არის ჩართული ვაქცინაციის წამახალისებელ კამპანიაში.

ყველა ვაქცინირებულისთვის „ახაშენის ღვინის კურორტსა და სპაში“ 10 %-იანი ფასდაკლებაა დაწესებული. სხვა ტიპის ფასდაკლებები მოქმედებს სასტუმრო კომპლექსში რამდენიმე ღამით სტუმრობის შემთხვევაში.

მათთვის, ვინც უკვე აიცრა, 15 %-იანი ფასდაკლება ვრცელდება თბილისში, ორბელიანის მოედანზე განთავსებულ რესტორანში „ორბელიანი გარდენი“.

ფასდაკლება ვრცელდება აქვე მდებარე ღვინის მაღაზია-სადეგუსტაციო სალონზეც.

ფასდაკლების 15 %-იანი აქცია რესტორან „ქართული ღვინის პალატაზეც“ მოქმედებს, რომელიც მცხეთაში მდებარეობს და სტუმრებს ქართულ-ევროპულ კერძებს სთავაზობს.

უნდა გვახსოვდეს, ამ მძიმე პერიოდიდან, რომელმაც უკვე არაერთი ადამიანის სოცოცხლე იმსხვერპლა, გამოსავალი მხოლოდ აცრაა. ამიტომ, KTW ჯგუფი ყველას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

გავუფრთხილდეთ საკუთარ თავს დაერთმანეთს.

#ვაქცინაგვიცავს