ავტორი:

"ორჯერ გადავრჩი აცრით, ერთხელ ბავშვობაში, ყვავილის აცრით და მეორედ ახლა. უმორჩილესად გთხოვთ, მიიღეთ ხანდაზმული ქალის რჩევა" - რას წერს 91 წლის პედაგოგი

"ორჯერ გადავრჩი აცრით, ერთხელ ბავშვობაში, ყვავილის აცრით და მეორედ ახლა. უმორჩილესად გთხოვთ, მიიღეთ ხანდაზმული ქალის რჩევა" - რას წერს 91 წლის პედაგოგი

91 წლის ბლოგერი და პედაგოგი, ლამარა აბჟანდაძე, პირადი გამოცდილების საფუძველზე, საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს:

"უკვე 91 წლის ვხდები. ჩემი სიცოცხლის ხანგრძლივობა შედეგია იმ სწორი ცხოვრებისა, რომელსაც მე ვეწეოდი დღემდე, და ვეწევი ახლაც, მე ორჯერ გადავრჩი აცრით. ერთხელ ბავშვობაში, ყვავილის აცრით და მეორედ ახლა, როცა "ასტრა-ზენიკით" ერთ-ერთმა პირველმა ავიცერი. მე აქტიურ ცხოვრებას არ ვწყვეტ, ბევრს დავდივარ, ვმუშაობ როგორც ფიზიკურად, ასევე გონებრივად. როცა ვისვენებ, ვუსმენ მუსიკას, ვტკბები ნახატებით, ზოგჯერ მათემატიკის რთულ ამოცანებსა და მაგალითებსაც ვიხსენებ, ესეც სიამოვნებას მანიჭებს...

დიახ, აქტიური ცხოვრება ყველაზე კარგი წამალია. ასე რომ, იცხოვრეთ აქტიურად, აიცერით დროულად. უმორჩილესად გთხოვთ, მიიღეთ ჩემი - ხანდაზმული ქალის რჩევა, რომელსაც უდიდესი გამოცდილება აქვს".