ავტორი:

"კოვიდი მშობიარობამდე დაემართა, ბავშვი გადარჩა და თავად ვერა..." - კორონავირუსს ახალგაზრდა ექიმი ნინო ნაცვლიშვილი ემსხვერპლა

"კოვიდი მშობიარობამდე დაემართა, ბავშვი გადარჩა და თავად ვერა..." - კორონავირუსს ახალგაზრდა ექიმი ნინო ნაცვლიშვილი ემსხვერპლა

ახალგაზრდა ექიმი-რადიოლოგი ნინო ნაცვლიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას ახალგაზრდა მედიკოსის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ავრცელებს სუროგაციის ცენტრის “NEW LIFE"-ის დამფუძნებელი მარიამ კუკუნაშვილი:

"ჩვენი თვალებციმციმა ნინო საუკეთესო ექიმი, კოლეგა, ადამიანი…რამხელა ტკივილია, დაჯერებაც არ მინდა, აიცერით ადამიანებო" - წერს მარიამ კუკუნაშვილი.

AMBEBI.GE დეტალების გასარკვევად მარიამს დაუკავშირდა.

მარიამ კუკუნაშვილი:

- ჩვენი კლინიკის ექიმი-რადიოლოგი ნინო ნაცვლიშვილი გარდაიცვალა. მშობიარობამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე დაემართა კორონავირუსი. ბავშვი გადარჩა და ნინო მას შემდეგ რეანიმაციაში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული და სამწუხაროდ, ვერ გადაარჩინეს. ამიტომ ვამბობ, რომ ორსულებიც უნდა აიცრან. მე თვითონ აცრილი ვარ, ძალიან მძიმეა ამ ყველაფრის გაძლება.