ავტორი:

პოლონელმა შუბის მტყორცნელმა, 8 თვის ჩვილის გულის ოპერაციისთვის, ოლიმპიადაზე მოგებული მედალი გაყიდა

პოლონელმა შუბის მტყორცნელმა, 8 თვის ჩვილის გულის ოპერაციისთვის, ოლიმპიადაზე მოგებული მედალი გაყიდა

პოლონელმა შუბის მტყორცნელმა მარია ანდრეიჩიკმა ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე მოპოვებული ვერცხლის მედალი გაყიდა. მიზეზი კი 8 თვის ჩვილის საოპერაციო ფული გახდა.

გადაწყვეტილების შესახებ სპორტსმენმა “ფეისბუქზე“ გასულ ოთხშაბათს დაწერა. ანდრეიჩიკი წერდა, რომ რვა თვის მილოშეკ მალისას გულის ოპერაციისთვის ფულის შესაგროვებლად ოლიმპიური მედალი აუქციონზე გაჰქონდა.

”ამაზე დიდხანს არ მიფიქრია, ვიცოდი, რომ ეს სწორი ნაბიჯი იყო”, - ამბობს იგი.

CNN -ის ინფორმაციით, ჩვილის დედა ჩიხში აღმოჩნდა. მალისას გადაუდებელი ოპერაციისთვის 1.5 მილიონი ზლოტი (383 ათასი დოლარი) სჭირდება. მშობლიურ ქვეყანაში ფულის ნახევარი უკვე შეგროვდა. მეორე ნახევრის შეგროვება კი ოლიმპიელმა სპორტსმენმა გადაწყვიტა.

პოლონეთში ბავშვის გადარჩენის რეალური შანსი არ არსებობს, ამიტომ მისი გადაყვანა საოპერაციოდ კალიფორნიაშია საჭირო.

აუქციონი პოლონურმა სუპერმარკეტების ქსელმა abka - მ 125 000 დოლარის შეთავაზებით მოიგო. გამარჯვების შემდეგ, კომპანიამ განაცხადა, რომ მედალს მფლობელს დაუბრუნებს.

2020 წლის ოლიმპიადაზე 25 წლის პოლონელი სპორტსმენის მთავარი კონკურენტი ჩინელი ლიუ შიინგი იყო. სწორედ იგი გახდა ოქროს მედლის მფლობელი, ვერცხლი კი მარია ანდრეიჩიკმა მოიპოვა.

წყარო

მოამზადა თეონა რამაზაშვილმა