ავტორი:

"ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანებიდან ერთ-ერთი ჩემი ოჯახის ძალიან ძვირფასი მეგობარი და ნათესავია..." - რას წერს ჟურნალისტი

"ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანებიდან ერთ-ერთი ჩემი ოჯახის ძალიან ძვირფასი მეგობარი და ნათესავია..." - რას წერს ჟურნალისტი

ჟურნალისტი ნათია დემეტრაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე კორონავირუსით გარდაცვლილი ნათესავის შესახებ წერს:

"ამ დილით სტატუსს ვკითხულობდი, "ფეისბუქის" სქროლვა ნეკროლოგის კითხვას დაემსგავსაო და აგერ კიდევ ერთი ნეკროლოგი.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვლილი 58 ადამიანიდან ერთ-ერთი ჩემი ოჯახის ძალიან ახლო და ძალიან ძვირფასი მეგობარი და ნათესავია.

ელგას გარეშე არ მახსოვს ჩემი თავი, დედაჩემი, დეიდაჩემი, ჩემი ოჯახი, ჩემი ოჯახის არც ერთი ბედნიერება თუ უბედურება. ადამიანი იყო, რომელიც სხვების დასახმარებლად და სხვების კარგად ყოფნისთვის ყველაფერს გაიღებდა, თავსაც კი და ამ დილით ბევრდღიანი ბრძოლისას დანებდა და გარდაიცვალა.

გული მტკივა და ვერ მჯერა. მგონია სრულიად სხვა ადამიანს ვტიროდი დღეს და ვიტირებ ხვალაც და მომავალშიც. ვერ ვიაზრებ, რომ ადამიანი, რომელიც ჩემს ცხოვრებაში ჩემი დაბადებიდანვე იყო, აღარ არის".

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 59 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გუშინწინ კი 58 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 649 პირი ემსხვერპლა.