ავტორი:

ბათუმში, კლინიკის მესამე სართულიდან კოვიდპაციენტი გადახტა - რას ამბობენ სამედიცინო დაწესებულებაში

ბათუმში, კლინიკის მესამე სართულიდან კოვიდპაციენტი გადახტა - რას ამბობენ სამედიცინო დაწესებულებაში

ბათუმის სამედიცინო ცენტრის მესამე სართულიდან 47 წლის კოვიდინფიცირებული მამაკაცი გადახტა.

როგორც კლინიკაში Ambebi.ge-ს განუცხადეს, მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა და შესაბამისი სამედიცინო მომსახურება რეანიმაციულ განყოფილებაში უტარდება.

"47 წლის მამაკაცი, რომელიც კოვიდ რეანიმაციაში გადიოდა მკურნალობას, კლინიკის ფანჯრიდან გადახტა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. დეტალებზე ვერაფერს გეტყვით. შეესწრო თუ არა ვინმე ამ ფაქტს, ამაზე არ მაქვს ინფორმაცია. მიმდინარეობს გამოძიება სუიციდის მცდელობის მუხლით, კლინიკაში ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. პაციენტი ახლა რეანიმაციაში არის გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა", - აცხადებენ კლინიკაში.