ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კოვიდინფიცირების ფონზე ფსიქიატრიული პრობლემების დაფიქსირების შემთხვევაში, უწყება პროცესის მართვაში ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის ჩართვას ცდილობს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სტერსის მაღალი დონე და დატვირთვა, რაც კორონვირუსს უკავშირდება, ბუნებრივია, ქმნის მაღალ ფსიქოლოგიურ დატვირთვას და ზრდის ფსიქიატრიული დაავადებების რისკს.
„კოვიდინფიცირების ფონზე ფსიქიატრიული პრობლემების მატების სტატისტიკა მსოფლიოში არსებობს და ჩვენს პრაქტიკაშიც როცა ეს სურათი იკვეთება, ვცდილობთ, რომ ფსიქოლოგი თუ ფსიქიატრი პროცესის მართვაში ჩაერთოს. სამწუხაროდ, სუიციდის შემთხვევები ბოლო პერიოდში აღინიშნა. ეს იყო სწრაფად მიმდინარე შემთხვევა, ეს ფონური დაავადების ფონზეა თუ რამენაირად შეიძლება უკავშირდებოდეს კორონავირუსით ინფიცირების ეპიზოდს, ამის დაბეჯითებით თქმა რთულია. ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული სერვისის მობილიზება აქამდეც იყო, კარანტინებშიც გვქონდა ფსიქოლოგიური დახმარების სერვისი წითელი ჯვრის დახმარებით და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიც ამაში მხარს გვიჭერენ. სტერსის მაღალი დონე და დატვირთვა, რაც კორონვირუსს უკავშირდება, ბუნებრივია, ქმნის მაღალ ფსიქოლოგიურ დატვირთვას და ზრდის ფსიქიატრიული დაავადებების რისკს. ეს არის ერთ-ერთი სფერო, სადაც მეტი ყურადღებაა საჭირო“, - განაცხადა გაბუნიამ.