ავტორი:

როგორ განმარტავს გამყრელიძე ინფორმაციას, რომ სექტემბრიდან აუცრელ ადამიანებს შესაძლოა სხვადასხვა საზოგადოებრივ აქტივობაში მონაწილეობა აეკრძალოთ

როგორ განმარტავს გამყრელიძე ინფორმაციას, რომ სექტემბრიდან აუცრელ ადამიანებს შესაძლოა სხვადასხვა საზოგადოებრივ აქტივობაში მონაწილეობა აეკრძალოთ

ვინც ამ საკითხს აყენებს, კარგად ნახოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონის შესაბამისი მუხლი, რომ პანდემიების დროს დაშვებულია, მოხდეს პირდაპირი ან არაპირდაპირი ზემოქმედება, რათა ადამიანებმა პრევენციული ღონისძიებები დაიცვან - ეს არც დისკრიმინაციაა და არც ადამიანების უფლებების დარღვევა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მედია-ვებინარზე განაცხდა, რითაც უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რომ სექტემბრიდან ადამიანებს აცრის გარეშე შესაძლოა სხვადასხვა საზოგადოებრივ აქტივობაში მონაწილეობის მიღება აეკრძალოთ.

როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, პანდემიას მხოლოდ რეგულაციების დაცვა დაამარცხებს, რაც „კიდევ წელიწადი ან წელიწადნახევარი და მეტი ხნის განვალობაში იქნება საჭირო“.

"გვაბრალებენ, რომ ადამიანების უფლებებს ვარღვევთ, როდესაც ასეთ მოწოდებებს ვაკეთებთ. ამბობენ, რომ ეს დისკრიმინაციაა. ეს არც დისკრიმინაციაა და არც ადამიანების უფლებების დარღვევა. მსოფლიოში პანდემიაა, ჩვენთან - ეპიდემია. ეს არაა ის ეპიდემია, რომელიც ხშირად გვინახავს, ესაა ეპიდემია, რომელიც 100 წელიწადში ერთხელაა და რომელმაც უკვე შეიწირა მსოფლიოში 4.5 მლნ, ხოლო საქართველოში 6 649 ადამიანის სიცოცხლე. პატარა საქართველოსთვის, სადაც ყოველწლიურად დაახლოებით 45 ათასი ადამიანი კვდება, ერთი დაავადებით ერთ წელში 6 649 ადამიანის სიკვდილი არის ძალიან დიდი ტრაგედია, ამიტომ ეს რომ თავიდან ავიცილოთ, უნდა ავიცრათ, ვინც ამ საკითხს აყენებს, კარგად ნახოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონის შესაბამისი მუხლი, რომ პანდემიების დროს დაშვებულია, რომ ზოგიერთი ჩარევა იყოს სწორედ იმ ტიპის, რასაც ვამბობთ ანუ მოხდეს პიდაპირი ან არაპირდაპირი ზემოქმედება იმაზე, რომ ადამიანებმა პრევენციული ღონისძიებები დაიცვან, აცრა წარმოადგენს ყველაზე უფრო ქმედით პრევენციულ ღონისძიებას. აცრა რომ არ ჩაეტარებინათ, ყვავილი ისევ იქნებოდა, წითელა ისევ მოკლავდა წელიწადში 2 მლნ ბავშვს, ცოფიანი ცხოველით დაკბენილი ყველა ადამიანი მოკვდებოდა. ადამიანს ძაღლი რომ დაკბენს, ხომ მიდის და იცრება, იცის, რომ ცოფს მედიცინა ვერ შველის, ასევეა აქაც - უნდა გავითავისოთ, რომ ომში ვართ სამყაროსთან, ვინ ვის დაამარცხებს, რთული სათქმელია. ამას ამარცხებს მხოლოდ რეგულაციების დაცვა, რომელიც კიდევ დაგვჭირდება წელიწადი ან წელიწადნახევარი და მეტი“,- განაცხადა გამყრელიძემ