ამ დროისთვის დიღმის საველე ჰოსპიტალში 19 კოვიდინფიცირებული პაციენტი იმყოფება. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დიღმის საველე ჰოსპიტლის კოორდინატორმა რევაზ კუჭუხიძემ განუცხადა.
დიღმის საველე ჰოსპიტალში პაციენტების მიღება გუშინ დაიწყო.
როგორც ცნობილია, საველე ჰოსპიტალში კოვიდ სასტუმროებში მომუშავე ექიმები და რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი მუშაობს.