ავტორი:

"მდგომარეობა ისეთია, უნდა გამოცხადდეს გლოვის დღეები... დაეშვას სახელმწიფო დროშები" - გია ხუხაშვილი

"მდგომარეობა ისეთია, უნდა გამოცხადდეს გლოვის დღეები... დაეშვას სახელმწიფო დროშები" - გია ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ მიმდინარე ეპიდსიტუაციისა და გარდაცვლილთა რაოდენობის გათვალისწინებით ქვეყანაში გლოვის დღეები უნდა გამოცხადდეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ხუხაშვილი პოსტს სოციალურ ქსელში ავრცელებს:

"მდგომარეობა ისეთია, უნდა გამოცხადდეს გლოვის დღეები. დაეშვას სახელმწიფო დროშები და მანამდე აღარ აღიმართოს, სანამ ამ უბედურებას არ დავაღწევთ თავს.

იქნებ ასე მაინც მიხვდეს რამეს პოლიტიკური ელიტის და საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც დანაშაულებრივად მოქმედი, ან დანაშაულებრივად უმოქმედოა..." - წერს ხუხაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოში დღეს კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ვირუსმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 74 ადამიანი იმსხვერპლა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 46 595 კვლევა ტესტით, მათ შორის 27 813 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 782 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 901 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 510 941-ს.