მოუთმენლად ველი ნაყოფიერ დისკუსიებს ლვოვსა და კიევში რიგ საკითხებთან დაკავშირებით, თავდაცვის, უსაფრთხოების და ეკონომიკის სფეროების მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს.
მთავრობის მეთაური უკრაინის პრემიერ-მინისტრს თბილი მიღებისთვის მადლობას უხდის.
"მადლობა თბილი მიღებისთვის დენის შმიგალს! მოუთმენლად ველი ნაყოფიერ დისკუსიებს ლვოვსა და კიევში რიგ საკითხებთან დაკავშირებით - თავდაცვის, უსაფრთხოების და ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროების ჩათვლით!" - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.