ავტორი:

სამუშაო პროცესი შეუჩერდა მშენებარე კორპუსს, საიდანაც ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა

სამუშაო პროცესი შეუჩერდა მშენებარე კორპუსს, საიდანაც ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა

შრომის ინსპექციამ სამუშაო პროცესი შეუჩერა ბათუმში მშენებარე კორპუსს, საიდანაც ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შრომის ინსპექციის შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა მაია მიქაიამ განუცხადა, დაწყებულია მოკვლევა იმის დასადეგნად, თუ რამ გამოიწვია აღნიშნული უბედური შემთხვევა.

„მას შემდეგ, რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა აღნიშნული ფაქტი, შრომის ინსპექციის წარმომადგენლებმა მყისიერი რეაგირება მოახდინეს. ჯგუფი ახლაც ადგილზე იმყოფება. დაწყებულია მოკვლევა, შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს იმის დასადგენად, თუ რამ გამოიწვია აღნიშნული უბედური შემთხვევა. შრომის ინსპექციის წარმომადგენლების მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ადგილზე სამუშაო პროცესის შეჩერების შესახებ. რამ გამოიწვია აღნიშნული შემთხვევა მოგვიანებით გახდება ცნობილი“, - აღნიშნავს მაია მიქაია.

ცნობისთვის, ბათუმში, მშენებარე კორპუსიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი სარეკლამო ბანერის განთავსების დროს ჩამოვარდა.