ავტორი:

"ბიძინა ივანიშვილი სახლში წამოკოტრიალებული მართავს მიტაცებულ სახელმწიფოს, როდის უნდა გამოვტაცოთ მიმტაცებელს, თუ არა 2 ოქტომბერს" - მელია

"ბიძინა ივანიშვილი სახლში წამოკოტრიალებული მართავს მიტაცებულ სახელმწიფოს, როდის უნდა გამოვტაცოთ მიმტაცებელს, თუ არა 2 ოქტომბერს" - მელია

ბიძინა ივანიშვილი სახლიდან მართავს სახელმწიფოს, რომელიც მას მიტაცებული აქვს. პარადოქსია, რომელსაც ბევრი ქართველი შეაგუა ამ ოლიგარქმა ადამიანმა, სახლში წამოკოტრიალებული, მაპატიეთ ამ სიტყვისთვის, დამცინავად, აბუჩად ამგდებად მართავს მიტაცებულ სახელმწიფოს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ფოთში განაცხადა, სადაც ოპოზიციის ნაწილმა ფოთის მერობის კანდიდატად გიგი უგულავა დაასახელა.

ნიკა მელიას თქმით, წელს უბრალო არჩევნები არ არის, წელს არის რეფერენდუმი.

„წელს არ იქნება არჩევნები, სადაც მხოლოდ უნდა დავითვალოთ პროცენტები, ეს ვეღარ იქნება პარტიული ბრძოლა და ვეღარც ის ბრძოლა, სადაც მეტ-ნაკლებად უკეთესი ან უარესი შედეგი უნდა დადოს, რომელიმე ცალკე აღებულმა ოპოზიციურმა კანდიდატმა ნებისმიერ ქალაქში, რაიონსა თუ სოფელში. ეს არის გადამწყვეტზე გადამწყვეტი ბრძოლა, სადაც ჩვენ „ქართული ოცნება“ უნდა გავუშვათ სახლში და ბიძინა ივანიშვილი დავტოთ სახლში. დიახაც, დავტოვოთ სახლში ბიძინა ივანიშვილი, მას ვერ გავუშვებთ სახლში, იმიტომ, რომ ეს ადამიანი კომფორტულად არის სახლში და სახლიდან მართავს სახელმწიფოს, რომელიც მას მიტაცებული აქვს. პარადოქსია? დიახ, რა თქმა უნდა, პარადოქსია, რომელსაც ბევრი ქართველი შეაგუა ამ ოლიგარქმა ადამიანმა, რომ სახლში წამოკოტრიალებული, მაპატიეთ ამ სიტყვისთვის, დამცინავად, აბუჩად ამგდებად მართავს მიტაცებულ სახელმწიფოს. როდის უნდა გამოვტაცოთ ეს სახელმწიფო მიმტაცებელს, როდის, თუ არა 2 ოქტომბერს“, - აცხადებს ნიკა მელია.