ავტორი:

რამდენი კოვიდპაციენტი იმყოფება ამჟამად დიღმის საველე ჰოსპიტალში და როგორია მათი მდგომარეობა

რამდენი კოვიდპაციენტი იმყოფება ამჟამად დიღმის საველე ჰოსპიტალში და როგორია მათი მდგომარეობა

დიღმის საველე ჰოსპიტალში მოთავსებული 60 კოვიდინფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საველე ჰოსპიტლის კოორდინატორმა, რევაზ კუჭუხიძემ განუცხადა, პაციენტების ნაწილი ჟანგბადზეა დამოკიდებული.

„პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. სულ 60 პაციენტია მოთავსებული, არინ როგორც ქალები, ასევე კაცები. პაციენტები საშუალო ასაკის არიან. ძირითადად, „დელტას“ შტამია გავრცელებული. პაციენტთა ნაწილი ჟანგბადდამოკიდებულია. ისინი საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-დან შემოიყვანეს. თუ პაციენტების შემოყვანის საჭიროება კვლავ იქნება, მივიღებთ“,- განაცხადა რევაზ კუჭუხიძემ.

დიღმის საველე ჰოსპიტალში პაციენტების მიღება 20 ივლისს დაიწყო. როგორც ცნობილია, საველე ჰოსპიტალში კოვიდ სასტუმროებში მომუშავე ექიმები და რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი მუშაობს.