ავტორი:

"შესანიშნავი შეხვედრა მქონდა ვლადიმერ ზელენსკისთან..." - რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ

"შესანიშნავი შეხვედრა მქონდა ვლადიმერ ზელენსკისთან..." - რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.

მთავრობის მეთაური წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტთან საერთო ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები, რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები და კონფლიქტის ეფექტურად და მშვიდობიანად მოგვარების მნიშვნელობის საკითხები განიხილეს.

„შესანიშნავი შეხვედრა მქონდა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან, სადაც განვიხილეთ საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, საერთო ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები, რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები და კონფლიქტის მშვიდობიანი და ეფექტიანი მოგვარების მნიშვნელობა.

საქართველო განუხრელ მხარდაჭერას უდასტურებს უკრაინას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში", - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.