ავტორი:

რეგიონებში  "ნაცმოძრაობის" მერობის კანდიდატები ცნობილია - "2 ოქტომბრის გამარჯვებით ვიწყებთ გამორჩეული ქვეყნის შენებას - ეს ქვეყანა იქნება ყველასი და არა ერთი კაცის"

რეგიონებში  "ნაცმოძრაობის" მერობის კანდიდატები ცნობილია - "2 ოქტომბრის გამარჯვებით ვიწყებთ გამორჩეული ქვეყნის შენებას - ეს ქვეყანა იქნება ყველასი და არა ერთი კაცის"

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” რეგიონებში მერობის კანდიდატები წარადგინა. მერობის კანდიდატები „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ დაასახელა.

„ქართული ოცნება“ ვეღარ დააშინებს, ვეღარ გააყალბებს, ექნება მცდელობა, მაგრამ ვეღარ გაუვა - ოლიგარქი დამარცხდება 2 ოქტობრის რეფერენდუმში და ოქტომბრიდან ეს ქვეყანა იქნება ყველასი და არა ერთი კაცის, - განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, ქვეყანაში სიბოროტე უნდა დასრულდეს და 2 ოქტომბრის არჩევნებით ეს უნდა დასრულდეს.

„ეს ქვეყანა ერთხელ უკვე დადგა ფეხზე და ახლაც ასე იქნება. ამისთვის ჩვენი რეფერენდუმის ლიდერები მოივლიან მთელ ქვეყანას, თქვენგანაც მოისმენენ და თვითონაც შემოგთავაზებენ რეალურ გზებს როგორ შევამციროთ სიღარიბე, როგორ შევქმნათ სამუშაო ადგილები, როგორ გვქონდეს ნორმალური სასამართლო, როგორ არ შევეგუოთ გათავხედებულ კრიმინალს, როგორ ვიაროთ დასავლეთისკენ. ჩვენ მოგიყვებით და თქვენგანაც მოვისმენთ მთავარს, როგორ დავამარცხოთ ეს ბოროტება ქვეყანაში. ეს ყველაფერი წყდება ორ ოქტომბერს. ორ ოქტომბრის გამარჯვებით მხოლოდ ვიწყებთ, ვიწყებთ გამორჩეული ქვეყნის შენებას, ვიწყებთ იმგვარი საქართველოს შენებას როგორსაც იმსახურებს ძველი ევროპული ცივილიზაცია. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, როგორც მოვიქცევით იმდაგვარად შევბოჭავთ „ქართული ოცნების“ დანაშაულებრივ წარმონაქმნებს. „ქართული ოცნება“ ვეღარ დააშინებს, ექნება მცდელობა, მაგრამ ვეღარ გაუვა, ვეღარ გააყალბებს, ეცდება ამას, ამ ყველაფრის გარეშე ისინი არაფერს წარმოადგენენ, მაგრამ მეორე მხარეს, როდესაც გულანთებული საქართველოს უდიდესი ნაწილი იდგება, ამ ყველაფერს ისინი ვერ გაბედავენ. ოლიგარქი დამარცხდება 2 ოქტომბრის რეფერენდუმში. ოქტომბრიდან ეს ქვეყანა იქნება ყველასი და არა ერთი კაცის და მისი მონა-მორჩილების“, - განაცხადა მელიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატები რეგიონებში იქნებიან:

სენაკი - კობა ნაყოფია

ოზურგეთი - ირაკლი ღლონტი

ჩოხატაური - ნონა სიხარულიძე

წალენჯიხა - გია ხარჩილავა

ჩხოროწყუ - ბადრი ქარჩავა

ონი - ვაჟა ცეცაძე

ცაგერი - მადონა ბენდელიანი

წყალტუბო - ზაზა მეტრეველი

ტყიბული - ბესიკ ზოსიაშვილი

ბაღდათი - გიორგი რობაქიძე

ხარაგაული - დავით მაღლაფერიძე

საჩხერე - ირინე გრძელიშვილი

ახალციხე - დავით ბალიაშვილი

ახალქალაქი - მელიქ რაისიანი

ნინოწმინდა - ავაკ ბდოიანი

ბორჯომი - გივი ჯოლბორდი

დუშეთი - ლევან კირკველიშვილი

თიანეთი - ილია არჩემაშვილი

ყაზბეგი - იმედა შიოლაშვილი

მარნეული - ელდარ მუსტაფაევი

ბოლნისი - ვახტანგ ჩაგელიშვილი

გარდაბანი - ბესიკ კახაბრიშვილი

წალკა - რუსლან ხუციშვილი

ყვარელი - ალექსანდრე მჭედლიშვილი

ნიკა მელიას თქმით, კოორდინირებული მუშაობა მნიშნველოვანია და „ნაციონალური მოძრაობა“ ასევე დაუჭერს მხარს სხვა პარტიების წარმომადგენლებს შემდეგ რეგიონებში:

ლაგოდეხში - ზურაბ ჯაფარიძე; თერჯოლა - ზურაბ ბუცხრიკიძე; ჭიათურა - ნოდარ ჩაჩანიძე; ლანჩხუთში - ლია მუხაშავრია; ხონი - ზურაბ ჯიბუხაია; მესტია - გეგი გულედანი.

შეგახსენებთ, პარტიამ „ნაციონალური მოძრაობა“ რეგიონებში მერობის კანდიდატების ნაწილი 15 აგვისტოს დაასახელა.