ავტორი:

"ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რამე დამემართებოდა, ქართველი ქირურგის შეცდომის შედეგი იყო, რაც მჭირდა“ - დალი ჩიტალაძეს გერმანიაში გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა

"ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რამე დამემართებოდა, ქართველი ქირურგის შეცდომის შედეგი იყო, რაც მჭირდა“ - დალი ჩიტალაძეს გერმანიაში გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა

მოდის ექსპერტ დალი ჩიტალაძეს ხერხემალზე გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა. როგორც თავად წერს, ოპერაცია გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში ჩატარდა და მისი გართულებული მდგომაორება ქართველი ექიმის 'დამსახურება“ იყო. ახლა თავს კარგად გრძნობს და მადლობას უხდის იმ ადამიანებს, ვისი წყალობითაც ინვალიდობას გადაურჩა.

დალი ჩიტალაძე:

"ამ პოსტს ვუძღვნი იმ ადამიანებს ვისთვისაც ცხოვრებაში ჯანმრთელობა, გულისხმიერება, სიკეთე და გვერდით დგომა პრიორიტეტულ ცხოვრებისეულ ფასეულობას წარმოადგენს.

ნარკოზიდან და ერთი დღე ღრმა ძილიდან გაბრუებული, ეკლესიის გუმბათების ლამაზმა ხმამ გამაღვიძა, თვალი რომ გავახილე ჩემს წინ ბავშობაში წაკითხული ანდერსენის ზღაპრული ულამაზესი ქალაქის პეიზაჟი გადაიშალა, ვფიქრობდი კიდევ ლამაზ სიზმარს ვხედავ ალბათ-თქო, მაგრამ ტკივილმა გამახსენა რატომ მოვხვდი აქ , გერმანიაში, ბავარიის კუთხეში, პატარა ქალაქ კულმბახის კლინიკაში.

ამ ფიქრებში წასულს კიდევ უფრო მაფხიზლებს ულამაზესი მედდა კრისტინა; guten morgen frau Chitaladze, მხიარული თვალები შემომანათა და დამტვრეული ინგლისურით მითხრა უნდა აგაყენოო. მოკლედ, ისეთი მხიარულებით დუში მიმაღებინა დამკრემა დამმვარცხნა და მერე უგემრიელესი საუზმე თავისი ხელით მაჭამა…

თავი მართლა კეთილი ფერიების გარემოში, ზღაპარში მეგონა. მიუხედავად იმისა რომ ჩამიტარდა ხერხემლის ურთულესი ოპერაცია, ძალიან დიდ კომფორტით და გულისხმიერებით გაიარა პოსტ ოპერაციულმა პერიოდმა, 10 დღის მერე დავბრუნდი სახლში.

ცხოვრებაში როცა აწყდები ასეთ სირთულეებს, რასაც ჯანმრთელიბის დაკარგვის წინაშე დგები, როცა შეიძლება ინვალიდი დარჩე სამუდამოდ, ძალიან დიდი გადაფასებები ხდება შენში და შენს გარშემო ადამიანებშიც. არასოდეს წარმომედგინა რომ როდესმე ასეთი რამე დამემართებოდა, რა თქმა უნდა, ქართველი ქირურგის შეცდომის შედეგი იყო რაც მჭირდა, მაგრამ მადლობა ღმერთს რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

რომ არა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, თბილისის მერია, კახა კალაძე და ჩემი უსაყვარლესი მეგობრები, ნინო ნადირაძე, ია ფარულავა, ანრი ჯოხაძე, გიორგი გასვიანი, მაკა რაზმაძე, ოლგა ხეითი, ნანა შუკვანი, მარიამ კუბლაშვილი, თიკა შერი, კრისტი ყიფშიძე, თეონა მეტრეველი, ეკატერინე ჯოჯუა, დათუნა სულიკაშვილი, ამ სასურველ საწადელს ვერ მივაღწევდი. ამ სასწაული ოპერაციის ავტორები არიან ექიმი არკადიუს კოსმალა და ექიმი ირაკლი კაციტაძე, არ შემიძლია არ ავღნიშნო პატარა ბიჭის, საქართველოს სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტის დიმიტრი ქარჩავას უდიდესი ყურადღება რომელიც კლინოკაში ზაფხულის არდადეგებზე სტაჟიორად მუშაობდა და ბოლოს ჩემს შვილს ვახტანგ სუთიძე, რომელიც ერთი წუთით არ მომშორებია.

ბედნიერებაა როცა შენი ოჯახი და შენი მეგობრების გუნდი შენზე ასეთ ზრუნვას და გვერდით დგომას არ იშურებენ რომ თავი ისევ სრულყოფილ ადამიანად იგრძნო გავუფრთხილდეთ და გვიყვარდეს ერთმანეთი, გისურვებთ ჯანმრთელობას", - წერს დალი ჩიტალაძე.