ავტორი:

"22 დღის ჩვილი მართვით სუნთქვაზე იმყოფება" - ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 90 ბავშვი მკურნალობს, მათგან 25 რეანიმაციაშია

"22 დღის ჩვილი მართვით სუნთქვაზე იმყოფება" - ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 90 ბავშვი მკურნალობს, მათგან 25 რეანიმაციაშია

ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 90 ბავშვი მკურნალობს, მათგან 22 დღის ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განუცხადა, კორონავირუსით ინფიცირებული 25 პაციენტი რეანიმაციაში მკურნალობს.

"კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 90 ბავშვი მკურნალობს, რეანიმაციაში კი 25 პაციენტია. აქედან ერთი განსაკუთრებით მძიმეა, 22 დღის პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება“, - აღნიშნავს ჩხაიძე.