ავტორი:

"მამა ამბობს, გიორგიმ ცურვა არ იცოდაო, მაგრამ მაინც ჩამხტარა მდინარეში ბავშვის გადასარჩენად" - რას ყვებიან ბიჭზე, რომელმაც სხვის გადასარჩენად თავი გაწირა

"მამა ამბობს, გიორგიმ ცურვა არ იცოდაო, მაგრამ მაინც ჩამხტარა მდინარეში ბავშვის გადასარჩენად" - რას ყვებიან ბიჭზე, რომელმაც სხვის გადასარჩენად თავი გაწირა

22 აგვისტოს საღამოს, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირში მცხოვრები 18 წლის გიორგი გორდეზიანი მდინარე ტეხურში დაიხრჩო. მისი ცხედარი მაშველებმა იპოვეს. მიუხედავად იმისა, რომ გიორგიმ ცურვა არ იცოდა, ის ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად მდინარეში გადახტა...

"გუშინ საღამოს მდინარე ტეხურში დაღუპული, სენაკის, სოფელ ნოსირში მცხოვრები 19 წლის გიორგი გორდეზიანი. მიუხედავად იმისა, რომ გიორგიმ ცურვა არ იცოდა, ის მდინარეში გადახტა და ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა, თვითონ კი დაიღუპა", - ეს ინფორმაცია 'სენაკის ქრონიკამ" გაავრცელა.

ambebi.ge მომხდარის თაობაზე ნოსირის რწმუნებულს, გოგა ქორიძეს ესაუბრა:

"სოფელში და გიორგის ოჯახში საშინელება ტრიალებს. გადმოცემით ვიცი, გიორგი თანასოფლელებთან ერთად მდინარეზე ყოფილა. იქვე ყოფილა მეზობელთან სტუმრად ჩამოსული პატარა ბავშვი, რომელიც წყალში გადავარდნილა. მამა ამბობს, გიორგიმ ცურვა არ იცოდაო, მაგრამ მაინც ჩამხტარა მდინარეში ბავშვის გადასარჩენად. თვითონ დაიხრჩო, საბედნიეროდ, ბავშვის გადარჩენა მიანც მოხერხდა. გიორგის ცხედარი დაიკარგა და მაშველებმა ძლივს იპოვეს. გიორგი მე-19 წელში იყო, წელს დაამთავრა საშუალო სკოლა, ნაყინის ქარხანაში მუშაობდა, უპატიოსნესი და უწესიერესი ბიჭი იყო. გიორგის კიდევ ერთი ძმა ჰყავს“, - გვიყვება ნოსირის რწმუნებული.