რუხის კოვიდკლინიკაში, ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი 22 წლის გოგო გარდაიცვალა.
რუხის საავადმყოფოს ხელმძღვანელის, დავით შონიას თქმით, 22 წლის გოგოს თანმდევი ქრონიკული დაავადებები ჰქონდა, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.
"გუშინ გარდაიცვალა. დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში მკურნალობდა, ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოიყვანეს. პაციენტს დაბადებიდანვე ჰქონდა ქრონიკული დაავადებები", - აღნიშნავს შონია.