დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, ქვეყნის ჩაკეტვა არ განიხილება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, განიხილება რეგულაციების შესაძლო გამკაცრების საკითხი, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება კონსენსუსის გზით იქნება მიღებული.
"ლოკდაუნის“ საკითხი არ განიხილება, განიხილება ის, რომ გამკაცრდეს არსებული რეგულაციები და დაემატოს ის რეგულაციები, რომელიც ქვეყნის ეკონომიკაზე დამღუპველ ზეგავლენას არ მოახდენს. ეს მას შემდეგ გამოცხადდება, როდესაც კონსენსუსის გზით გადაწყვეტილება იქნება მიღებული “,- განაცხადა იმნაძემ.
მისი თქმით, დედაქალაქსა და ბათუმში ეპიდვითარება შედარებით დასტაბილურებისკენ მიდის, თუმცა საქართველოს სხვა რეგიონებში - არა.
"ბათუმსა და თბილისში სიტუაცია სტაბილიზაციისკენ წავიდა, თუმცა, საქართველოს სხვა რეგიონებში ჯერჯერობით - არა. შეზღუდვები თავს დაახლოებით 2 კვირის შემდეგ გამოაჩენს“,- განაცხადა იმნაძემ.