პოლონეთში ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ერთმა ქართველმა ახალგაზრდა სპორტსმენმა ასახელა ქვეყანა. ლევან ოჩიგავა ევროპის ჩემპიონია.
როგორც საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ, მწვრთნელ ზურაბ ანთაურის გუნდი ბრწყინვალე გამოსვლას განაგრძობს. ლევან ოჩიგავამ მთავარი მწვრთნელის ყველა მითითება შესანიშნავად შეასრულა, 117/146/263 კილოგრამი დაძლია.
ახალგაზრდა ძალოსანმა აკვრაში ევროპის რეკორდი დაამყარა და საქართველოს რეკორდები ატაცში 2კგ.-ით, აკვრაში 4კგ-ით, ხოლო ორჭიდში 8კგ-ით გააუმჯობესა.
შედეგად კი ახალგარზდა სპორტსმენი ევროპის ჩემპიონი გახდა და პოლონეთში კიდევ ერთხელ აჟღერდა საქართვლოს ჰიმნი.