ავტორი:

მდიდარი და ცნობილი ადამიანები, რომლებიც ქონებას შვილებს არ უტოვებენ - "მემკვიდრეობის შვილებისთვის გადაცემა იმედების გაცრუებას იწვევს"

მდიდარი და ცნობილი ადამიანები, რომლებიც ქონებას შვილებს არ უტოვებენ - "მემკვიდრეობის შვილებისთვის გადაცემა იმედების გაცრუებას იწვევს"

დანიელ კრეიგი მიიჩნევს, რომ შვილებისთვის მემკვიდრეობით მილიონების გადაცემა ზიანის მომტანია. ამის შესახებ მსახიობმა მედიაში რამდენიმე დღის წინ განაცხადა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მას ბევრი მომხრე აღმოაჩნდა.

კრეიგის მსგავსად მსოფლიოს ბევრი მილიარდერი და მილიონერი ფიქრობს. ვინ არიან ისინი?

აარონ სპელინგი

ცნობილი ტელეპროდიუსერის, აარონ სპელინგის გარდაცვალების შემდეგ მთლიანი ქონება მის მეუღლეს დარჩა. ფინანსებს მთლიანად ქენდისი აკონტროლებს. 600 მილიონი დოლარიდან მათმა ქალიშვილმა, მსახიობმა ტორი სპელინგმა, მხოლოდ 800,000 დოლარი მიიღო.

ჯინ სიმონსი

ღარიბი ემიგრანტების ოჯახში დაბადებული ჯინ სიმონსი, სანამ როკ ჯგუფ KISS- ის როკერი გახდებოდა, ძალიან ბევრს მუშაობდა. ჩვევას არც გამდიდრების შემდეგ უღალატა. მან მედიასთან განაცხადა, რომ ფუფუნების მიუხედავად, მის ორ შვილს მუშაობას და ფულის გამომუშავებას აიძულებდა.

„ისინი ვალდებულნი არიან ყოველდღე ადგნენ დილით ადრე, იმუშაონ და გააკეთონ თავიანთი საქმე. იპოვონ საკუთარი გზა.“ - აცხადებს ჯინი.

ნიგელა ლოუსონი

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში სახელგანთქმული მზარეული ნიგელა ლოუსონი ძალიან მდიდარ ოჯახში გაიზარდა, მან ოფიციალურად განაცხადა, რომ არ სურს მის ორ შვილს პირველი ქორწინებიდან, კოზიმასა და ბრუნოს ჰქონდეთ ფინანსური უზრუნველყოფა, რადგან ეს „ანადგურებს ადამიანებს“.

მას შემდეგ ვარსკვლავმა მზარეულმა, მწერალმა და ტელეწამყვანმა განმარტა, რომ ის შვილებს ძალიან მცირე ქონებას დაუტოვებს.

დანიელ კრეიგი

ჯეიმს ბონდის ვარსკვლავმა დანიელ კრეიგმა ჟურნალ Candis-თან ინტერვიუში თქვა, რომ "მემკვიდრეობის შვილებისთვის გადაცემა იმედების გაცრუებას იწვევს.“

კრეიგს პირველი ქორწინებიდან ქალიშვილი, ელა ჰყავს. მეორე ქორწინებიდან კი სამი წლის ქალიშვილი. წყვილი თვლის, რომ უზრუნველი ცხოვრება ადამიანს აფუჭებს, ამიტომ ქონების დატოვებას შვილებისთვის არ გეგმავენ.

ჯეკი ჩანი

მსახიობს და ჰოლივუდის საბრძოლო ხელოვნების ვარსკვლავს ორი შვილი, ვაჟი- ჯეისი და ქალიშვილი, ეტა ნგი ჰყავს. მას აქვს საკუთარი საქველმოქმედო ორგანიზაცია “ჯეკი ჩანის ფონდი“ და თავისი ქონების გადაცემას ამ ფონდისთვის გეგმავს.

2011 წელს მან NewsAsia- ს განუცხადა, რომ მის შვილებს საკუთარი ფულის გამომუშავება თავად შეუძლიათ.

გორდონ რამზი

მულტიმილიონერმა შეფ-მზარეულმა, რომლის ქონებაც 70 მილიონ დოლარზე მეტია, განაცხადა, რომ მისი შვილები მემკვიდრეობის მხოლოდ მცირე ნაწილს მიიღებენ.

“ერთადერთი, რასაც მე ვეთანხმები არის ის, რომ ისინი მიიღებენ 25% -იან დეპოზიტს ბინისთვის“, -განაცხადა გორდონ რამზიმ. მისი თქმით, მას გაუმართლა კარიერაში და სურს, რომ შვილებმაც შეძლონ კრიზისულ ვითარებაში თავის გატანა.

სტინგი

2014 წელს მუსიკოსმა და მსახიობმა სტინგმა, რომლის ქონებაც მაშინ 300 მილიონი დოლარი იყო, ბრიტანულ გაზეთს განუცხადა, რომ მას არ სურს მისი ექვსი შვილისთვის “ნდობის ფონდის“ დატოვება.

მისი თქმით, შვილები მას ფინანსური დახმარების გასაწევად თითქმის არ მიმართავენ, რაც დასაფასებელია.

მაკენზი სკოტი

მაკენზი სკოტს ყოფილ ქმართან, ჯეფ ბეზოსთან ოთხი შვილი ჰყავს. ისინი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები არიან. წყვილის განქორწინების ხელშეკრულება იყო ყველაზე ძვირი, რაც კი ოდესმე გამოქვეყნებულა. მაკენზიმ ქმრისგან 35 მილიარდი დოლარი მიიღო, რითაც მსოფლიოში მესამე უმდიდრესი ქალი გახდა.

თუმცა ამ სიმდიდრით ბეზოსის შვილები სულაც არ ისარგებლებენ, რადგან სკოტმა თითქმის მთელი თანხა ქველმოქმედებაში დახარჯა. მან ასევე პირობა დადო, რომ მისი ქონების უდიდესი ნაწილი ყოველთვის ქველმოქმედებას მოხმარდება. წაიკითხეთ სრულად