ავტორი:

სპეცოპერაცია პანკისში - ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით 5 პირი დააკავეს

სპეცოპერაცია პანკისში - ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით 5 პირი დააკავეს

კახეთის რეგიონში, ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით 5 პირი დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი კახეთიდან იუწყება, პანკისში სპეცოპერაცია წუხელ ჩატარდა. 2 პირი სოფელ დუისში, 3 კი ქორეთში დააკავეს.

ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

მათი განმარტებით, ამჟამად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

როგორც სუს-ში აღნიშნავენ, გამოძიება 327-ე მუხლით მიმდინარეობს.