ავტორი:

"დაკავებულიდან ორი ჩემი გვარისაა. ეს ყველაფერი არჩევნებზე არის გათვლილი..." - მალხაზ მაჩალიკაშვილი პანკისში 5 პირის დაკავებაზე

"დაკავებულიდან ორი ჩემი გვარისაა. ეს ყველაფერი არჩევნებზე არის გათვლილი..." - მალხაზ მაჩალიკაშვილი პანკისში 5 პირის დაკავებაზე

პანკისში ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით 5 პირის დაკავებას მალხაზ მაჩალიკაშვილი წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ მსგავსი ტიპის დაკავებას ხეობაში ყოველთვის ახორციელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მაჩალიკაშვილმა განუცხადა, ხელისუფლება დაშინებით, დაკავებებით და მოსყიდვით ცდილობს არჩევნებში ხმების მოპოვებას.

„დაკავებულიდან ორი ჩემი გვარისაა. ეს ყველაფერი არჩევნებზე არის გათვლილი, როგორც ყოველთვის ხდება ხეობაში. წინასაარჩევნოდ აკავებენ და მერე მშობლებისგან თითოეულის გათავისუფლებას არჩევნებში ხმების სანაცვლოდ ითხოვენ. ხელისუფლებას აწყობს და იციან, რომ ეს მეთოდი უნდა გამოიყენონ. სხვა გზა მათ არ აქვთ, ან დაშინებით ან მოსყიდვით, ან ბავშვების დაჭერით უნდა მოაგროვონ ხმები“, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

ცნობისთვის, კახეთში, ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით 5 პირი დააკავეს. 2 პირი სოფელ დუისში, 3 კი ქორეთში დააკავეს.

ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

მათი განმარტებით, ამჟამად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. როგორც სუს-ში აღნიშნავენ, გამოძიება 327-ე მუხლით მიმდინარეობს.