ავტორი:

ნიუ იორკს ისტორიაში პირველად ქალი გუბერნატორი ჰყავს

ნიუ იორკს ისტორიაში პირველად ქალი გუბერნატორი ჰყავს

ნიუ იორკის გუბერნატორის თანამდებობა ქეთი ჰოჩულმა უკვე ჩაიბარა. რიგით 57 - ე გუბერნატორმა ფიცი 24 აგვისტოს დადო. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აქამდე ნიუ იორკს ქალი გუბერნატორი არასოდეს ჰყოლია, ეს ქალაქის ისტორიის განმავლობაში პირველი შემთხვევაა.

62 წლის საჯარო მოხელემ ფიცი კაპიტოლიუმის შენობაში, კერძო ცერემონიალზე დადო.

”ჩემთვის დიდი პატივია, რომ ოფიციალურად დავდე ფიცი, როგორც ნიუ იორკის 57 -ე გუბერნატორმა. მოუთმენლად ველოდები ფიცის დადების ოფიციალურ ცერემონიალს, რომელსაც ჩემს ოჯახთან ერთად დავესწრები და ნიუ იორკელებს მივმართავ“, - დაწერა ჰოჩულმა ტვიტერზე.

მან გუბერნატორი ენდრიუ კუომო შეცვალა, რომელმაც თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც სექსუალურ შევიწროებაში საჯაროდ დასდეს ბრალი.

თარგმნა თეონა რამაზაშვილმა