ავტორი:

"როგორც ჩანს, "ასტრაზენეკა" უფრო ხანგრძლივი ზემოქმედების ვაქცინა იქნება, ვიდრე - "ფაიზერი" - ბიძინა კულუმბეგოვი

"როგორც ჩანს, "ასტრაზენეკა" უფრო ხანგრძლივი ზემოქმედების ვაქცინა იქნება, ვიდრე - "ფაიზერი" - ბიძინა კულუმბეგოვი

"კოვიდ-19" კვლავ გვიტევს, გარდაცვლილთა რაოდენობა ისევ დიდია, ამოქმედდა საველე ჰოსპიტლები. დღევანდელი ეპიდსიტუაციის ანალიზითა და პროგნოზით "კვირის პალიტრას" ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ესაუბრება.

- რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა. მიუხედავად იმისა, რომ აქტიური პაციენტების რაოდენობა 58 ათასია, კლინიკაში 7 ათასამდე მკურნალობს. ეს კარგია თუ ცუდი, მეორე საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ პაციენტები ჰოსპიტლებში გადაჰყავთ მხოლოდ საჭირო შემთხვევებში, ანუ მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტები კლინიკებში აღარ მიდიან, როგორც იყო მთელი პანდემიის განმავლობაში. ამით ხერხდება ჯანდაცვის სისტემის მეტ-ნაკლებად დაზოგვა, თუმცა ძალიან რთულია, ამ დატვირთვას გაუძლოს სამედიცინო პერსონალმა, რადგან იწყება გამოფიტვა, ინფიცირდებიან ჩვენი კოლეგებიც. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება მეტი მედმუშაკი აიცრას.

ალბათ, სახელმწიფოს თავის დროზე უნდა ეზრუნა, რომ ამ ჯგუფში სავალდებულო ვაქცინაცია შემოეღო. ჯარისკაცი რომ არ დაგვიავადდეს და ომში არ წაგვექცეს, ზუსტად ამის ტოლფასია ვაქცინირებული სამედიცინო პერსონალი. შენ თუ მას არ ავალდებულებ და თავის ნება-სურვილზე ტოვებ, საფრთხის წინაშე დგება ისიც და სხვა ადამიანების სიცოცხლეც, ეს კი ორმაგი პასუხისმგებლობაა.

ვამართლებ დამატებითი სივრცეების და საველე ჰოსპიტლების გახსნას, რადგან მეტი გამოსავალი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის დაწყებიდან წელიწადი და რვა თვე გავიდა, მძიმე და საშუალო სიმძიმის პაციენტებისთვის მთავარ მედიკამენტად მაინც რჩება ჟანგბადი, ამიტომ ეს სივრცეები მნიშვნელოვანია. იქ იქნებიან ადამიანები, რომელთაც სჭირდებათ არა რეანიმაცია, ან ინტენსიური დახმარება, არამედ ჟანგბადი.

- ანუ ეს არის მაშველი რგოლი და არა სამკურნალო დაწესებულება?

- კი ბატონო, ეს არის მაშველი რგოლი. ეპიდემიოლოგიური სიტუაციის პროგნოზების ინსტიტუტის მიხედვით, საქართველოში ახლა პანდემიის პიკი გადავლის პროცესშია, ანუ შემთხვევების რაოდენობის ზრდას აღარ უნდა ველოდოთ.

- ანუ 6 000-ს არ ავცდებით?

- არა. ეს ერთი კვირა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა ჩანს და პროგნოზიც ასეთია, რომ დაღმართისკენ, უფრო სწორად, სტაბილიზაციისკენ უნდა წავიდეთ, თუმცა ახალი შემთხვევა ძალიან ბევრია - ყოველდღე 10-12 ათასი ადამიანი ინფიცირდება, ანუ იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე ჩვენ ტესტირების შედეგად გამოვავლენთ. ტესტს ყველა არ იკეთებს, კონტაქტების ძიება არ ხერხდება, ზოგჯერ ტესტი, განსაკუთრებით - სწრაფი, არ არის 100%-იანი, უსიმპტომო ფორმებს ვერ ვავლენთ... მოკლედ, ბევრი ნიუანსია, რის გამოც შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემთხვევა გაცილებით მეტია, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ აგვისტოს ბოლოდან ყოველდღიურად დაავადებულთა რაოდენობა შემცირდება, ამას ვაქცინაციის პროცესიც წამოეშველება. უკვე 900 000 დოზა ვაქცინაა გამოყენებული. სრულად ვაქცინირებულია 280 000-მდე ადამიანი, დანარჩენები მეორე დოზას ელოდებიან. კარგი ტენდენციაა, რომ დღის განმავლობაში ვაქცინაციის საშუალო მაჩვენებელი 23 000-ია, ხან - 25-26 ათასიც, თუმცა მეტი გვინდა. გაგარძელეთ კითხვა