ავტორი:

ვლადიმირ ზელენსკიმ ვახტანგ კიკაბიძე სახელმწიფო ორდენით დააჯილდოვა

ვლადიმირ ზელენსკიმ ვახტანგ კიკაბიძე სახელმწიფო ორდენით დააჯილდოვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კიევის ცენტრში გამართულ ღონისძიებაზე რამდენიმე ადამიანი დააჯილდოვა. ამის შესახებ „უკრინფორმი“ იუწყება.

უკრაინის ლიდერმა სხვა გამოჩენილ მოღვაწეებთან ერთად, სახელმწიფო ორდენით დააჯილდოვა ქართველი მომღერალი და მსახიობი ვახტანგ კიკაბიძეც. მას „იაროსლავ ბრძენის“ მეხუთე ხარისხის ორდენი გადაეცა.

უკრაინა დღეს დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით, სადღესასწაულო ღონისძიებები მიმდინარეობს.