ვაქცინირებულთა გარდაცვალების შემთხვევებს ვსწავლობთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, შედეგები სექტემბრის შუა რიცხვებში, სპეციალური პროტოკოლის გავლის შემდეგ გამოქვეყნდება.
„ვაქცინირებულთა გარდაცვალების შემთხვევებს ვსწავლობთ. იცით, რომ ივნისის ბოლომდე, როცა ჩვენი მეექვსე გადახედვა გამოქვეყნდა, ორჯერ აცრილებში გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ გვქონდა. გიდასტურებთ, რომ ივნისის შემდეგ არის დაკვირვება და შესწავლა რამდენიმე შემთხვევის. სპეციალური პროტოკოლია, როგორ უნდა შეისწავლო. გარდა ამისა, არის ვერბალური აუტოფსია, უნდა დაუკავშირდე მის ახლობლებს, კარგად უნდა გაიარო ისტორია და ნამდვილად თქვა, რომ ის ორჯერადი აცრის, 14 დღის შემდეგ დაიღუპა კოვიდით და ასევე მერე უნდა გაატარო ანალიზი კოვიდთან ერთად კიდევ რა იყო და მან ხომ არ გადასძლია. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ანალიზს დავამთავრებთ სექტემბრის შუა რიცხვებში და გამოვაქვეყნებთ,“ - განაცხადა გამყრელიძემ.