ავტორი:

"ის დიდი ხანია ცდილობს, რომ ქართველი ბიზნესმენები აფხაზურ ეკონომიკაში შემოიყვანოს..." - ვინ და რატომ გეგმავს ანქვაბის წინააღმდეგ "მასირებულ შეტევას"?

"ის დიდი ხანია ცდილობს, რომ ქართველი ბიზნესმენები აფხაზურ ეკონომიკაში შემოიყვანოს..." - ვინ და რატომ გეგმავს ანქვაბის წინააღმდეგ "მასირებულ შეტევას"?

ბოლო დღეებში ოკუპირებულ აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრის ალექსანდრე ანქვაბის წინააღმდეგ, "საეჭვო პოლიტიკური ნაბიჯების გამო", როგორც ადგილობრივი ოპოზიცია ამბობს, "მასირებული შეტევა იგეგმება". ადგილობრივების თქმით, საქმე "პრემიერის გადადგომამდე" უნდა მივიდეს, რადგან რამდენიმეხნიანი პაუზის შემდეგ, ის ისეთი პოზიციებით გამოჩნდა, რომ უამრავი კითხვის ნიშანი დატოვა...

"როდესაც ანქვაბს ჰკითხეს, თუ როგორ აპირებს პანდემიასთან ბრძოლას მხოლოდ სომბოლური რეგულაციების ფონზე, ძალზე შეზღუდული რესურსებით, იმ პირობებში, როდესაც მძიმე პაციენტების გადარჩენის შანსი მხოლოდ ქართულ მხარეს გადაყვანაშია, ის პასუხობს, რომ როდესაც ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი დგას, პოლიტიკური სპეკულაციები მიუღებელია..." - წერს სოხუმელი ილია ბუთბა.

პოლიტიკური პარტია "აიტაირა" ავრცელებს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ რომ აფხაზეთში პოლიტიკური კრიზისი უკვე შაკარაა.

"ალექსანდრე ანქვაბი და ასლან ბჟანია შემცვლელს ეძებენ, იმავდროულად, ოპოზიციური პარტიები პოლიტიკურ პროცესებში ფაქტობრივად, ვერ მონაწილეობენ... გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ რესპუბლიკაში ჯანსაღი კონკურენცია არ არსებობს. ოპოზიცია ვერც გაერთიანებას ვახერხებთ, რადგან ვინც ხმას ამოიღებს, შემდეგ, სახელისუფლებო გუნდში საქმდება და ჩუმდება..." - აცხადებენ პარტიაში.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ანქვაბის მიმართ ნეგატიური განწყობები კოვიდ-პანდემიის გამწვავებამ გამოიწვია.

"ანქვაბი-ბჟანიას გუნდმა განაცხადა, რომ რეგიონში არსებული ერთადერთი ტომოგრაფიული აპარატის აღდგენა შეუძლებელია, ახლის ყიდვა კი, ძვირი ღირს, "თუმცა, მღელვარების მიზეზი მაინც არ აქვთ, რადგან პოლიტიკური მოტივის გამო, ქართული მხარე ნებისმიერ შემთხვევაში მზად არის, აფხაზეთიდან პაციენტები მიიღოს" - წერს მედია.

აფხაზი ჟურნალისტი და ბლოგერი იზიდა ჭანია ekhokavkaza.com-ზე წერს, რომ რეგიონში გამწვავებული პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური პრობლემები ანქვაბს აწევს კისერზე. შესაბამისად, სანერვიულო აქვს, მაგრამ ნერვიულობა არ ეტყობა.

აფხაზი ინტერნეტმომხარებლის თქმით, ახლა ანქვაბის გარშემო ამბების ატეხვის მიზეზი გავრცელებული ინფორმაციაა, რომლის თანახმად ანქვაბის გუნდი ქართველ ინვესტორებთან ახლო ურთიერთობააშია შემჩნეული.

"ის დიდი ხანია ცდილობს, როგორმე შემოიყვანოს ქართველი ბიზნესმენები აფხაზურ ეკონომიკაში. ეს ეხება ტურიზმის სფეროს, სოფლის მეურნეობას, უძრავი ქონების მიმართულებას, რომელშიც რუსეთი ამდენი წელია თავის დამკვიდრებას ცდილობს.

აფხაზების ნაწილი ალექსანდრე ანქვაბის პოლიტიკას, ქართულ მხარესთან დაახლოების შესახებ, გაუმართლებელს უწოდებს, "ვიდრე პოლიტიკური მხარე არ დალაგდება". სხვები მიიჩნევენ, რომ ახლა რეგიონში იმდენად მძიმე ვითარებაა, რომ თუ ვინმე სამუშაო ადგილებს გააჩენს, ამას მხოლოდ მიესელმებიან.

"რატომ არის მოღალატეობრივი ანქვაბის პოლიტია, ის ქართველები ბიზნესს აქ გახსნიან და ხალხს დაასაქმებენ, მთვარეზე ხომ არ წაიღებენ. ამ 5 მანეთიანმა ჟურნალისტებმა ყველაფერში სკანდალი როგორ უნდა დაინახოთ. რუსები და სომხები რომ 10 რუბლად გვამუშავებენ, ის პატრიოტულია და ქართველი თუ 20 რუბლს გადაიხდის, მოღალატეობრივი ?" - წერს ერთ-ერთი ადგილობრივი ზაურ ჭანია.

"ერთი შეხედვით, პრემიერის ფიგურა სიმბოლურია, მას გადაწყვეტილების მიღების უფლება არ აქვს, არც მთავრობის დაკომპლექტების უფლება შეუძლია, მაგრამ "რკინის ალიკა" ხომ ის კადრია, ვისაც პოლიტიკოსებთანაც ეთქმის სიტყვა, "ქურდებთანაც", ოპოზიციასთან და იმ ქართველებთანაც, ვისაც ერთ დროს მტერს ეძახდა, ახლა კი, ისინი ბიზნესმენები გახდნენ და ანქვაბმა მათთან საერთო ენაც იპოვა. გამოუვალ სიტუაციაში, ძველ, ომამდელ მეგობრობასაც იხსენებს და მათ დახმარებას აწეწილი ეკონომიკის დასალაგებლადაც იყენებს...

რაც მთავარია, ყოველთვის აქვს არგუმენტი, მის სიტყვასთან, რომელიმე ოპოზიციონერის სიტყვა რა მოსატანია. რომელიმე კამათიდან რაღაც დროის შემდეგ, მისი მოწინააღმდეგე ანქვაბის პოზიციას იზიარებდა. მიზეზი მარტივია - "რკინის ალიკას" საცეცები. როდესაც ოპოზიციაში იყო, მაშინაც ჰქონდა გავლენები, ახლა მით უმეტეს. ხანდახან მგონია, რომ ანქვაბია სახელმწიფო, დანარჩენები, მთავრობის წევრები, ოპოზიცია, ვეტერანები, უბრალოდ მის გარშემო არიან შემოკრებილი..." - წერს აფხაზი ბლოგერი მირანდა აგირბა.