ავტორი:

ვინ არის ულამაზესი გოგონა პრეზიდენტის დაცვიდან - სალომე ზურაბიშვილის უსაფრთხოებას "მის საქართველოს" ყოფილი კონკურსანტი იცავს (ფოტო)

ვინ არის ულამაზესი გოგონა პრეზიდენტის დაცვიდან - სალომე ზურაბიშვილის უსაფრთხოებას "მის საქართველოს" ყოფილი კონკურსანტი იცავს (ფოტო)

2018 წლის 28 ნოემბერს საქართველომ რიგით მეხუთე პრეზიდენტი აირჩია და ის პირველად გახდა ქალი, სალომე ზურაბიშვილი... დამოუკიდებელმა კანდიდატმა მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძე დაამარცხა. ქალი პრეზიდენტი საინტერესო აღმოჩნდა მედიისთვის. ხშირად ხდებოდა განხილვის საგანი მისი გარდერობი და სხვათა შორის დღემდე ასეა, თუ გავიხსენებთ მის ბოლო შეხვედრას რომის პაპთან.

სალომე ზურაბიშვილის მიერ დრესკოდის დაცვა, სოციალურ ქსელში იუმორისტული შარჟების თემად იქცა. პრეზიდენტის შესახებ თითქმის ყველაფერი ცნობილია. ის ხშირად აქვეყნებს ოჯახურ ფოტოებს, სახლში ჰყავს ძაღლი, რომელიც თელავში მგზავრობისას გომბორის გზაზე აიყვანა. უყვარს ლობიო და თავად აცხობს სააღდგომო პასკას.

თუმცა საზოგადოებამ არ იცის, რომ სალომე ზურაბიშვილის დაცვის ერთ-ერთი წევრი ეს მშვენიერი ქალი, „მის საქართველოს“ ყოფილი კონკურსანტი 30 წლის თამო რიჟამაძეა. პროტოკოლით გათვალისწინებულია, რომ ქალ ლიდერს აუცილებლად უნდა ჰყავდეს დაცვის რიგებში თავისივე სქესის ადამიანი. თამუნა რიჟამაძეს შესახებ რამდენიმე საინტერესო ინფორმაცია მოვიპოვეთ.

ქალი წარმოშობით ქუთაისიდან არის. პროფესიით ინგლისურის სპეციალისტმა, მაგისტრატურა პიარის კუთხით გაიარა და ახლა იურიდიულზე სწავლობს. თამუნას ცხოვრებაში იყო რამდენიმე სილამაზის კონკურსი, ის ერთ-ერთ წელს „მის საქართველოს“ კონკურსანტიც იყო. თამუნას მეგობარი ამბობს, რომ სტუდენტობის დროს ის მუდმივად ვარჯიშობდა, ოცნებობდა სამხედრო განათლებაზე და დაცვის პოლიციაში მუშაობაზე.

ათასი სპეციალური კურსი გაიარა და ზუსტად იქ აღმოჩნდა, სადაც უნდოდა - გვიყვება მეგობარი. თამუნა მარტოხელა დედაა და ერთ შვილს ზრდის. წარმოგიდგენთ ფოტოებს, სადაც კარგად ჩანს, როგორ ფორმაშია ქალი, რომელიც ქვეყნის ლიდერს იცავს...