ვანის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორსული გოგონა დაიღუპა. სოფელ ციხესულორთან ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად 21 წლის ნანუკა დვალიშვილი გარდაიცვალა, ვერ მოხერხდა ვერც შვილის გადარჩენა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
გარდაცვლილის მეგობრები მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში წერენ.
"ღმერთო, რა დააშავა ამ პატარა გოგომ, სულ რაღაც 21 წლის იყო, ბავშვს ელოდებოდნენ. გახარებული იყო ცხოვრება უხაროდა, მაგრამ ვინ აცადა, წავიდა ჩვენი ნანუკა და შვილიც წაიყვანა, თავისი იყო ჩვენ რას დაგვიტოვებდა. ასე უნდა დახვედროდი შენს ქმარს გოგო, გაცივებული?! გული გვეწვისს, რა დღე გაგვითენდა ხალხნო, ეს რა დაგვემართა. მე რაც მინდოდა ყველაფერი ჩუმად გითხარი უკვე, გზა მშვიდობისა პატარა ანგელოზო, ღმერთმა ნათელში გამყოფოთ შენ და შენი პატარა ბიჭი”- წერს გარდაცვლილის მეგობარი სოციალურ ქსელში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.