უღელტეხილზე, გზის სავალი ნაწილიდან ავტომობილი ხევში გადავარდა. TV25-ის ინფორმაციით, მანქანაში უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე იმყოფებოდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. არსებული ცნობით, გარდაცვლილია ერთი პირი.
სოციალურ ქსელში ვრცელდება შემთხვევის ამსახველი ვიდეოც, რომელშიც ჩანს, რომ ხევში გადავარდნის შემდეგ ავტომანქანა დაახლოებით 20-ჯერ ამოტრიალდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.