ავტორი:

“ამ გადაწყვეტილებას სიცოცხლის ბოლომდე ინანებთ” - იაპონიაში იაკუძას ლიდერს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

“ამ გადაწყვეტილებას სიცოცხლის ბოლომდე ინანებთ” - იაპონიაში იაკუძას ლიდერს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

იაპონიის ფუკუოკას პროვინციის რაიონულმა სასამართლომ იაპონური მაფიის იაკუძას ლიდერს, 74 წლის სატურუ ნომურუს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.

სასამართლომ დაჯგუფების წევრების მიერ, 1998 წლიდან 2014 წლამდე იაპონიის მოქალაქეებზე თავდასხმები და სხვა დანაშაულები განიხილა, რის შემდეგაც განაჩენი გამოიტანა. იმ პერიოდში ბანდიტებმა მოკლეს მეთევზეობის კოოპერატივის ყოფილი უფროსი და დაჭრეს კიდევ სამი ადამიანი, მათ შორის ექთანი და პოლიციელი.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც იაპონური მაფიის მაღალი იერარქიის წარმომადგენელს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.

ნომურას ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

”მე სამართალი ვითხოვე... თქვენ ამ გადაწყვეტილებას სიცოცხლის ბოლომდე ინანებთ”, - უთხრა ნომურამ სასამართლოს თავმჯდომარეს, განაჩენის გამოტანის შემდეგ" - იტყობინება იაპონური გაზეთი Nishinippon Shimbun.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ იაკუძას დაგჯუფება ქვეყანაში დანაშაულებრივი საქმიანობის ყველა სფეროში მონაწილეობს. ნარკოტიკებით ვაჭრობიდან დაწყებული, პროსტიტუციითა და საფონდო ბირჟაზე მანიპულირებით დამთავრებული.

  • რას წარმოადგენს იაკუძა?

იაკუძა იაპონური ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ორგანიზაციაა, რომელიც მე-17 საუკუნეში დაარსდა და მკაცრი ტრადიციებითაა ცნობილი. იაკუძას წევრებისთვის დამახასიათებელია თითქმის მთელი სხეულის მოხატვა, რაც მათ გარშემომყოფებისგან განასხვავებს.

დანაშაულებრივმა ორგანიზაციამ განსაკუთრებულ სიძლიერეს 1960-იან წლებში მიაღწია, რა დროსაც მის წევრთა რაოდენობა 200 000-ს შეადგენდა. დროთა განმავლობაში კი, მათი გავლენა შესამჩნევად შემცირდა.

დღესდღეობით მათ გააჩნიათ დიდი გავლენა იაპონურ საზოგადოებაში და მისი წევრების რაოდენობა 100 000 კაცზე მეტს ითვლის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. იაკუძა მიჩნეულია, როგორც ნახევრად კანონიერი ორგანიზაცია.

კობეს მიწისძვრის დროს მოსახლეობის დასახმარებლად იაკუძამ საკუთარი ძალების მობილიზება მოახდინა. ასევე, 2011 წლის ტოჰუკუს მიწისძვრის დროსაც დაზარალებულებს დახმარება იაკუძამ გაუწია. მსგავსი მოქმედებების გამო იაპონური მთავრობა ხშირად თვალს ხუჭავს იაკუძას უკანონო საქმიანობაზე. გააგრძელეთ კითხვა