ავტორი:

პეტრო პოროშენკოს კიევის ცენტრში "ზელიონკა" შეასხეს - უკრაინის ექსპრეზიდენტმა თავდასხმაში ზელენსკი დაადანაშაულა

პეტრო პოროშენკოს კიევის ცენტრში "ზელიონკა" შეასხეს - უკრაინის ექსპრეზიდენტმა თავდასხმაში ზელენსკი დაადანაშაულა

უკრაინის ყოფილ პრეზიდენტსა და უმაღლესი რადას დეპუტატს, პეტრო პოროშენკოს კიევის ცენტრში ე.წ. "ზელიონკა" შეასხეს. ინციდენტი უკრაინის დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავთან დაკავშირებული მარშის შემდეგ მოხდა, რომელიც დონბასში სამხედრო ოპერაციის მონაწილეებმა მოაწყვეს. ​თვითმხილველების თქმით, პოროშენკოს სითხე მეტროს შესასვლელთან შეასხეს.

თავდამსხმელი მალევე დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი 1999 წელს დაბადებული მამაკაცია ჩერნიგოვის ოლქიდან. დაკავებულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ხულიგნობის მუხლით აღიძრა.

ინციდენტის შემდეგ პოროშენკო მხარდამჭერებთან გამოვიდა და განაცხადა, რომ თავდასხმასთან უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმირ ზელენსკია დაკავშირებული.

"არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ იძულებული ვარ, ვთქვა. ვლადიმირ ალექსანდროვიჩ, მესმის, რომ გეშინიათ. მესმის, რომ თქვენ მოხალისეების, სამხედროებისა და ნამდვილი პატრიოტების პუტინზე მეტად გეშინიათ. ნუ შეეცდებით ჩვენს შეჩერებას, თქვენი მწვანე ცინგლით", - აღნიშნა პოროშენკომ.

ინციდენტის შემდეგ, ექსპრეზიდენტი პოლიციელებთან მივიდა, მათ ავტომობილში ჩაჯდა და უცნობი მიმართულებით გაემართა.