ქართველი მეცნიერი პაატა გიორგაძე კორონავირუსს ემსხვერპლა. ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი ავრცელებს.
"ძალიან სამწუხარო ამბავი. COVID-თან ბრძოლაში დამარცხდა კიდევ ერთი ღირსეული ადამიანი ბატონი პაატა გიორგაძე.
ბატონი პაატა იყო გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, ქვეყნის ამაგდარი, გამორჩეული ინტელიგენტი და უბრალოდ დიდი პიროვნება. იგი ორი კვირა ებრძოდა COVID-ს.
ცენტრის კოლექტივმა გააკეთა შესაძლობლობის მაქსიმუმი, თავგანწირვით იბრძოლა მის გადასარჩენად, მაგრამ სამწუხაროდ, ამის გაკეთება ვერ მოხერხდა.ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს" - წერია ინფორმაციაში.