ქართული საკანცელარიო ბრენდი „პონტო“ ახალ სასწავლო წელს პროდუქციის ახალი, განსაკუთრებული სერიით ხვდება. ლამაზი და მხიარული დიზაინით, სასიამოვნო ფერებით გამორჩეული პროდუქცია ორ ახალ სერიას „სანსეტსა“ და კოსმოსს“ აერთიანებს. ამ სერიებში გაერთიანებულია შემდეგი პროდუქცია: სასკოლო ზურგჩანთა, ლეპტოპის ჩანთა, პენალი და ფერადი ფანქრები. სერიული პორდუქცია კი ბავშვებს ახალ სასწავლო წელს განსაკუთრებულად ულამაზებს.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც „პონტო“ თავის პატარა მომხმარებელს გამორჩეულ პროდუქციას სთავაზობს. ამ ბრენდის პროდუქციის დიზაინს ქართველი დიზაინერები ქმნიან. პორცესში კი მაქსიმალურად ითვალისწინებენ მომხმარებლების ინტერესებს, ასევე თანამედროვე სტანდარტებსა და სტილს. „პონტოს“ თავისი გმირებიც ჰყავს, რომლებიც სხვადასხვა პროდუქზეა გამოსახული და რომელიც პატარებმა უკვე ძალიან შეიყვარეს.
"პონტოს“ ბრენდის ქვეშ გაერთიანებულია: სასკოლო ჩანთები, ლეპტოპის ჩანთები, პენლები, ფანქრები, სახატავი რვეულები, ფერადი მარკერები, საძერწი მასალა და სხვა სასკოლო-საკანცელარიო პროდუქცია. თითოეული ნივთი ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტებს აკმაყოფილებს. შესაბამისად, ის სხვადასხვა ასაკის მომხმარებლებისთვის მაქსიმალურად უსაფრთხოა.
„პონტო“, რომელიც ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხის პროდუქტითაა წარმოდგენილი, ხელმისაწვდომი ფასითაც გამოირჩევა. სწორედ ამ ორი კრიტერიუმის ერთობლიობა აქცევს მას ყველასთვის საყვარელ ბრენდად. სხვადასხვა გემოვნების მქონე მოსწავლეს შეუძლია შეარჩიოს მისთვის სასურველი სასკოლო პროდუქტი „ბიბლუსის“ ფილიალებში მთელი ქვეყნის მასშტაბით ან გამოიწეროს ონლაინ biblusi.ge-ზე და სასურველ მისამართზე მიიღოს.
აღსანიშნავია, რომ „პონტო“ ქართული ბრენდია. ეს კი მომხმარებლებისთვის ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სტიმულია, რომელიც მათ ამ ბრენდის პროდუქციის შეძენისკენ უბიძგებს.
R