ავტორი:

ქართველი მამაკაცი, რომელიც საბერძნეთში პარტნიორი ქართველი ქალის მკვლელობისთვის დააკავეს, ციხეში გარდაცვლილი იპოვეს

ქართველი მამაკაცი, რომელიც საბერძნეთში პარტნიორი ქართველი ქალის მკვლელობისთვის დააკავეს, ციხეში გარდაცვლილი იპოვეს

ქართველი მამაკაცი, რომელიც საბერძნეთში პარტნიორი ქართველი ქალის მკვლელობისთვის დააკავეს, ციხეში გარდაცვლილი იპოვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 48 წლის ქართველმა წინასწარი დაკავების იზოლატორში, სავარაუდოდ, თავი ჩამოიხრჩო.

საბერძნეთის ქალაქ სალონიკში საქართველოს მოქალაქე 56 წლის პარტნიორი ქალის მკვლელობისთვის ორი დღის წინ დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა ქალი ჯერ სცემა, შემდეგ კი ბასრი იარაღით მოკლა.