ყველამ თავის ქვეყანას მიხედოს, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და დედაქალაქის მერი კახა კალაძე ესტონეთის პრეზიდენტის განცხადებას, რომ „საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას, შესაძლოა 20-წლიანი მუშაობა დასჭირდეთ ევროკავშირში გაწევრიანების მზაობის მისაღწევად“.
როგორც კალაძემ აღნიშნა, საქართველო შეძლებს, რომ ევროკავშირის წევრი რაც შეიძლება მალე გახდეს.
„ჩვენ როგორმე შევძლებთ რეფორმების განხორციელებას და იმის გაკეთებას, რომ ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება მალე გახდეს ევროკავშირის წევრი“, - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი მიიჩნევს, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას, შესაძლოა 20-წლიანი მუშაობა დასჭირდეთ ევროკავშირში გაწევრიანების მზაობის მისაღწევად. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, პირადად ის ევროკავშირის გაფართოების მომხრეა, თუმცა ამას დიდი დრო სჭირდება.