ავტორი:

"ევროპული საქართველოს" გუნდის წევრის შვილი, რომელიც გაუჩინარებული იყო, გამოჩნდა და დაკითხვაზე იმყოფება

"ევროპული საქართველოს" გუნდის წევრის შვილი, რომელიც გაუჩინარებული იყო, გამოჩნდა და დაკითხვაზე იმყოფება

"ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური გუნდის წევრის შვილი, თელავში გაუჩინარებული 19 წლის ბიჭი ზაქარია კუსრაშვილი გამოჩნდა და ამ წუთებში დაკითხვაზე იმყოფება.

შვილის გატაცების შესახებ დღეს ინფორმაცია თელავში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ნინო გალახვარიძემ გაავრცელა.

მისი თქმით, შვილმა სატელეფონო კონტაქტისას მას უთხრა, რომ იტაცებდნენ.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ კი განაცხადა, რომ მათი პოლიტიკური გუნდის წევრის შვილის გატაცებაზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა, „მიუხედავად იმისა რა იყო გატაცების მოტივი“.